ერაყის კაფეში 16 ადამიანი ჩაცხრილეს

 ერაყის კაფეში 16 ადამიანი ჩაცხრილეს

ერაყის ქალაქ ბალადში მომხდარ სროლასა და აფეთქებას ჯამში 16 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთი კაფე-ბარის მისამართით ავტომობილიდან ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც იქ ხალხმრავლობა იყო. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სროლის შედეგად კაფეში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ინციდენტს რამდენიმე საათში ბაზართან აფეთქება მოჰყვა. ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბალადი შიიტი მუსლიმებითაა დასახლებული, რომელთა წინააღმდეგ თავდასხმები სისტემატურად ხორციელდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა