შინეიდ ო'კონორი პოლიციამ იპოვა: "თქვენ ყველამ მიმატოვეთ... თვითმკვლელობამდე მიმიყვანეთ"

შინეიდ ო'კონორი პოლიციამ იპოვა: "თქვენ ყველამ მიმატოვეთ... თვითმკვლელობამდე მიმიყვანეთ"

მომღერალი შინეიდ ო'კონორი, რომელიც ერთი დღე დაკარგულად ითვლებოდა, პოლიციამ უვნებელი იპოვა. 49 წლის ირლანდიელმა მომღერალმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახს მიმართავს. 90-იანი წლების პოპულარული ჰიტის - Nothing Compares 2 U შემსრულებელმა თავის შვილებსა და ყოფილ ქმარზე, ჯონ რეინოლდსზე ისაუბრა პოსტში.

"თქვენ ყველამ მიმატოვეთ... თვითმკვლელობამდე მიმიყვანეთ. მუშაობა აღარ შემიძლია. გასული წლის შემოსავალი დავკარგე, ისევე როგორც წლევანდელი. უზარმაზარი სამედიცინო ხარჯები მაქვს...", - წერს ო'კონორი ფეისბუქ-პოსტში და საკუთარ შვილს "ბოროტ ადამიანად" მოიხსენიებს, ყოფილ ქმარს კი უცენზურო სიტყვებით მიმართავს.

მომზადებულია irishexaminer.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება