"ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე" - რა გააკეთებინა ნუკი კოშკელიშვილს ამერიკულმა სიყვარულმა

"ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე" - რა გააკეთებინა ნუკი კოშკელიშვილს ამერიკულმა სიყვარულმა

ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკულმა სიყვარულმა, ნამდვილ ქართველ ცოლად აქცია - თუ სამშობლოში საოჯახო საქმეების კეთებით თავს არ იწუხებდა, ახლა ქმარს - ბენ ჩეიმს ნაირ-ნაირი კერძებით ანებივრებს. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ლამაზმანმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის პროფესიის დახვეწას აპირებს, რადგან ტელევიზიაში მუშაობის გაგრძელება სურს.

"ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. არაფერს ვაკეთებდი და ახლა დიდი მეოჯახე გოგო გამოვდექი. სულ ვამბობ, ჩემგან ამას არ მოველოდი-მეთქი. რაღაცნაირად მთლიანად გადართული ვარ ოჯახურ საქმიანობაზე, საჭმლის კეთებაზე. დაუთოება-დასუფთავებაზე. საქართველოში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და დაუთოება და საჭმლის კეთება არ მიწევდა. ახლა ყველაფერს მე ვაკეთებ. სულ მეცინება, საქართველოში ქართველ მამაკაცებს რომ ჰგონიათ, შოუბიზნესის წევრი ქალი ოჯახში შემოსაყვანი არ არისო, ნურას უკაცრავად! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე და გავუსწარი კიდეც. მურაბებსაც ვაკეთებ, სახლსაც ვალაგებ, ვკერავ, ვაუთოებ, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ. როცა ადამიანი გიყვარს, მის გამო ყველაფერს შეძლებ...

კვირაობით ერთ-ერთი სერიალის საყურებლად ბენის მეგობრები ჩვენთან იკრიბებიან და საჭმელებს მიკვეთენ. გეხვეწები, პურში ლობიო რომ იყო, ის გააკეთეო; ყველამ რომ ვჭამეთ და ვერ გავიგეთ, რა იყო, ის გაამზადეო - აჯაფსანდალს გულისხმობენ. ძალიან სასაცილო შეკვეთები მოდის, მწვანე რაღაც რომ იყო ნიგვზით, ის გაგვიკეთეო - ფხალზე ამბობენ. ქართული კერძები ძალიან მოსწონთ", - ამბობს ნუკი ინტერვიუში.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება