აიშვარია რაი კანის კინოფესტივალზე იასამნისფერი ტუჩებით მივიდა

აიშვარია რაი კანის კინოფესტივალზე იასამნისფერი ტუჩებით მივიდა

კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე ინდოეთის მეგავარსკვლავმა აიშვარია რაიმ ყველას ყურადღება მიიპყრო. 42 წლის ბოლივუდის ვარსკვლავს და ყოფილ "მის სამყაროს" იასამნისფერი ტუჩის საცხი ესვა. მისი იასამნისფერი ტუჩები ინტერნეტ-ჰიტად იქცა.

”აიშვარიამ სმურფს აკოცა კანში ჩასვლამდე?”. ”შევადგინოთ პეტიცია, რომ აიშვარია რაიმ თავისი ვიზაჟისტი გაათავისუფლოს”, - მსგავსი გამოხმაურებები მრავლად მოყვა მსახიობის ვიზუალს. თუმცა თავად აიშვარიას აინუნშიც არ ჩაუგდია ნეგატიური გამოხმაურება.

იხილეთ ვიდეო

”საერთოდ არ ვღელავდი წითელ ხალიჩაზე, კანში 15 წელია ვესწრები ფესტივალს და ”ლორეალს” წარმოვადგენ. მიყვარს მოდა და მას როგორც ხელოვნებას, ისე ვექცევი. ამიტომ არანაირი პრობლემა არაა ის, თუ რას იტყვიან, მე პროფესიონალი ვარ”, - განაცხადა ინდოელმა ლამაზმანმა.

მომზადებულია huffingtonpost.ca-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება