"თათია სამხარაძე პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს" - ვის მხილებას აპირებს შალვა რამიშვილი და რა მიმართვას უგზავნის ფემინისტებს

"თათია სამხარაძე პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს" - ვის მხილებას აპირებს შალვა რამიშვილი და რა მიმართვას უგზავნის ფემინისტებს

შალვა რამიშვილი მისი და თათია სამხარაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს ავრცელებს. რამიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ პროვოკაცია განხორციელდა და მზად არის ძალიან მალე ამ პროვოკაციაში მონაწილე ადამიანები ამხილოს.

"თითქმის ორი თვე გავიდა, რაც თათია სამხარაძემ ბრალი დამდო მასზე განხორციელებულ " სექსუალურ ძალადობა-შევიწროვებაში". ამ ბრალდებაში მას მხარი დაუჭირეს ფემინისტური ორგანიზაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა. მათი მხრიდან ისმოდა მუქარები, რომ ყველა ღონეს მიმართავდნენ და ჩემს მიერ სხვა შევიწროვებულებსაც წარმოადგენდნენ. ნინია კაკაბაძე ციხეში გასტუმრებასაც დამპირდა. მოკლედ ყოველივე დაემსგავსა აბობოქრებული ქალების ჯვაროსნულ ლაშქრობას. მათ მოტივაციაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ჯერ კი "ჯვაროსნებს" მივმართავ.

ჩემს მიერ "შევიწროვებულო" სამხარაძევ და მის ბედზე მოვიშვიშე ფემინისტებო. სადაა ეს დედარღნიანი სარჩელი? აქამდე ხომ უნდა შეგეტანათ საქალაქო სასამართლოში?! ჩანაწერის ავთენტურობაც დაგიდასტურეს, იურისტებიც გყავთ, "მსხვერპლიც" სახეზეა...რა "მოძალადის" რეალური დასჯა არ გინდათ?!

ალბათ ასეცაა, რადგან არც ჩანაწერიდან, არც მთლიანად ამ პროვოკაციის სხვა გარემოებებიდან არ იკვეთება არამცთუ ძალადობა - თქვენ წარმოიდგინეთ ეს ყბადაღებული "შევიწროვებაც" კი. უბრალოდ ფემინისტურ არასამთავრობოებს სჭირდებოდათ "შევიწროვებულის" ქეისი. ანუ უფროსის მიერ გამოვლენილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ამბავი. ეს ხომ ენჯეობის საქმიანობას ახალ "სტიმულს" შესძენდა. ჰოდა შეიკერა ეს "საქმეც". მაგრამ იმდენად თეთრი ძაფებით შეიკერა, რომ არანაირი, ხაზს ვუსვავ, არანაირი სასამართლო პერსპექტივა მას არა აქვს! თუ ეს ასე არაა, მაშინ სადაა სარჩელი? რატომ არ დაწერეს 2 თვის განმავლობაში? ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებას ელოდებოდნენ? პარალელურად ვერ დაწერდნენ თუ რა?!

რას ვაპირებ! ველოდები სამხარაძის სარჩელს (მე მგონი ამაოდ), ასევე სულ მალე ველოდები ჩემს მიერ ინიცირებული სისხლის სამართლის გამძიების დასრულებას (საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვათა შორის)) და ზოგადად ვაპირებ ვიმოქმედო სამართლებრივად და ყველა ვამხილო ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციაში. ამასთან, ეს ყველა არის, როგორც ყველაფერზე წამსვლელი გოგონა - ასევე მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს", - წერს შალვა რამიშვილი.

ასევე ნახეთ: "ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი აუდიოჩანაწერი ავთენტურია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს