ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს - მეტეოროლოგების თქმით, 2016 წელი ყველაზე ცხელი იქნება

ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს - მეტეოროლოგების თქმით, 2016 წელი ყველაზე ცხელი იქნება

გაერო-ს განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელი ყველაზე ცხელ წლად არის მიჩნეული. მეტეოროლოგიის მსოფლიო სააგენტოს წარმომადგენლის კლერ ნულისის განმარტებით, მაისი რიგით მეთორმეტე თვეა, რომელმაც ჰაერის ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლების მიხედვით რეკორდი დაამყარა.

გაერო იმ ქვეყნებს, რომლებმაც პარიზში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კომფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას სთხოვს. პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებს მსოფლიო ტემპერატურის მატება 2 გრადუსი ცელსიუსის ქვემოთ უნდა შეენარჩუნებინათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა