„ყველამ წაიკითხეთ!!! მოგიყვებით ეს ორი დღე რას ვარკვევდი“ - ადამიანი, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარება, საზოგადოებას აფრთხილებს

 „ყველამ წაიკითხეთ!!! მოგიყვებით ეს ორი დღე რას ვარკვევდი“ - ადამიანი, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარება, საზოგადოებას აფრთხილებს

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც თბილისში წამოწყებული სოციალური ექსპერიმენტის ავტორია, საზოგადოებას აფრთხილებს. ინფორმაციას სინჯიკაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ყველამ წაიკითხეთ!!! ეხლა მოგიყვებით ეს ორი დღე რას ვარკვევდი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯგუფად მუშაობენ და ფულსაც ბევრს შოულობენ. მაგალითად, ჯერ გაკვირდებიან აქტიურობ თუ არა საქველმოქმედო ფეიჯებზე. მერე ერთი გწერს, რომ მეზობელი ან ახლობელი ქალია და დახმარება სჭირდება. დათანხმდები დახმარებაზე და მართლა გეუბნება რაღაცა მისამართს. მიდიხარ, მიგაქვს საჭმელი და ტანსაცმელი. მშრალი პროდუქტები იმდენი უგროვდებათ, ვაგზალზე აბარებენ. ტანსაცმელი კი თურმე უკვე ძალიან ბევრი იყიდება მეორად მაღაზიებში. ბევრჯერ გამოაგზავნინეს ფული სხვა ქვეყნებიდანაც, რომელიც მერე თურმე ერთად იყოფა ხოლმე...

მეორე ამბავია ფოტოებიანი ყუთებით რომ დადიან ვითომ ვიღაცის გადასარჩენად,80% შემთხვევაში არცერთი კაპიკი არ მიდის ფოტოზე გამოსახულ ადამიანთან, გუგლის პასუხით, ერთი საერთოდ მექსიკელი აღმოჩნდა, რომელმაც არ იცის რომ საქართველოში ფულს უგროვებენ... ეხლა გასაგებია ვინც მლანძღავს ხოლმე და რატომ მწარდებიან...

ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და სხვები ფულს შოულობენ ამით. ამას კანონი ვერ ერევა და თაღლითობაც არ გამოდის, უბრალოდ იყავით ფრთხილად და კარგად შეამოწმეთ ხოლმე ვის ეხმარებით", - წერს სინჯიკაშვილი.

ასევე იხილეთ: "რამდენიმე ადამიანმა შეიმსუბუქა შიმშილი... პატრულიც გამოვკვებეთ, დაცვის ბიჭიც" - სოციალური ექსპერიმენტი, რომელმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს