"დინამო არენაზე" მსმენელმა შესვლა უკვე დაიწყო

"დინამო არენაზე" მსმენელმა შესვლა უკვე დაიწყო

მომღერალი რობი უილიამსი დღეს "დინამო არენაზე" კონცერტს გამართავს. დინამოს შესასვლელებთან ათასობით მსმენელმა უკვე მოიყარა თავი და მათ სტადიონის ტერიტორიაზე შესვლა ზუსტად 17:00 საათზე დაიწყეს.

მსმენელთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მათი შესვლა სტადიონის ტერიტორიაზე მობილიზებულად ხდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უშუალოდ ბრიტანელი მომღერალი სცენაზე საღამოს 20:00 საათის შემდეგ გამოვა. იქამდე უილიამსის ქართველ ფანებს ერთ-ერთი ჯგუფი შეამზადებს მეგავარსკვლავის მოსასმენად.

ბრიტანელი შემსრულებელი ორი დღეა თბილისშია. გუშინ საღამოს მან დინამოს სტადიონზე გენერალური რეპეტიცია გამართა.

"ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ, იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი", - განაცხადა რობი უილიამსმა 2 დღის წინ თბილისის აეროპორტში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება