თბილისში გადაღებულ რა ფოტოებს აქვეყნებს რობი უილიამსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

თბილისში გადაღებულ რა ფოტოებს აქვეყნებს რობი უილიამსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

მასშტაბური კონცერტის დასრულების შემდეგ რობი უილიამსმა თბილისი 28 მაისს, გამთენიისას დატოვა. ბრიტანელმა შემსრულებელმა ქართველი მსმენელი შეაქო და აღნიშნა, რომ კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად გრძნობდა აუდიტორიის ენერგეტიკას.

როგორც ჩანს ქართველი მსმენელის მუხტი მომღერალს სამშობლოშიც გაყვა. მისი ინსტაგრამის გვერდზე თბილისიდან გამგზავრების შემდეგ "დინამო არენაზე" გადაღებული ფოტო განთავსდა. ცნობისათვის, მეგავარსკვლავის ინსტაგრამის გვერდს 415 000-მდე გამომწერი ჰყავს. "მოდი და ჩამკიდე ხელი... საქართველო" - ვკითხულობთ ერთ-ერთ ფოტოზე მიწერილ დასათაურებაში. პოსტს ქართველი ფანების ასობით კომენტარი ახლავს: "გვიყვარხარ!"; "მადლობა შესანიშნავი შოუსთვის"; "ისევ დაბრუნდი საქართველოში" - წერენ ქართველი მელომანები.

"ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას. საქართველოში ძალიან თბილი ხალხია. კლიმატიც ძალიან თბილია. ძალიან მომეწონა კერძებიც. ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა, ნიგვზით მომზადებული ეს იყო უგემრიელესი", - აღნიშნა მომღერალმა თბილისიდან გამგზავრებამდე. როგორც ჩანს რობის არც ბრიტანეთში დაბრუნებულს დაავიწყდა ქართული კერძების გემო და ინსტაგრამის პირად გვერდზეც გამოაქვეყნა შესაბამისი ფოტო წარწერით: "საჭმელი. საქართველო".

წაიკითხეთ: "აღმოჩნდა, რომ მასშტაბური "პრიკოლი" დაიდო..." - უკეთ გაიცანით გოგონა, რომელმაც რობი უილიამსზე გაკეთებული კომენტარით ინტერნეტი "დატროლა"

ვინ არის რობი უილიამსის "მეგობარი ზურა", რომელსაც მომღერალმა "ტვიტერზე" გამოჯანმრთელება უსურვა - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ცნობილაძესთან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება