შოუბიზნესის ცნობილი დაქალები, რომლებიც ერთმანეთს ვეღარ იტანენ

შოუბიზნესის ცნობილი დაქალები, რომლებიც ერთმანეთს ვეღარ იტანენ

როცა საქმე შოუბიზნესს ეხება, გარედან ყველაფერი ბრწყინვალე და საოცნებოა, თუმცა პოპულარობას თან ახლავს ინტრიგები, მათ შორის საუკეთესო მეგობრებს შორისაც, რომელიც ხშირად უცხო თვალისთვისაც შესამჩნევია. დღეს წარმოგიდგენთ ცნობილ დაქალებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ერთმანეთთან ურთიერთობა არ აეწყოთ:

პერის ჰილტონი და კიმ კარდაშიანი

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პერისი პოპულარობის ზენიტში იყო, კარდაშიანს ძლივს ცნობდნენ, როგორც მის თანამგზავრს და ფოტოს გადაღებისას კადრიდან განდევნიდნენ. მაგრამ თანდათანობით ყველაფერი შეიცვალა: "ქერა გოგონა შოკოლადში" პუბლიკას მალე მობეზრდა, დიდუკანალიანი, მუქთმიანი კიმი საკუთარი რეალითი შოუთი კი ახალ სუპერვარსკვლავად იქცა.

პერისი, რა თქმა უნდა, დაიბოღმა: "არ მინდა, იმხელა უკანალი მქონდეს, როგორც კიმს აქვს, ეს ვულგარულია! თითქოს სანაგვის პარკი ხაჭოთი გაავსეს", - განაცხადა მან ერთხელ რადიოშოუში.

შემდგომში, პერის ჰილტონმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ჩუმი ომი მაინც გაგრძელდა. წვეულებებზე შეხვედრისას ისე იქცეოდნენ, თითქოს არც კი იცნობენ ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს, 2014 წელს შერიგდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჰილტონი ბოღმისგან ბოლომდე არ გათავისუფლდა და დღემდე ცდილობს, დაჩრდილოს მეტოქე. 2015 წელს ინსტაგრამში კიმს დაბადების დღე ასე მიულოცა: განათავსა ფოტო, რომელზეც საკუთარი სხეული იდეალურად ჩანს, კარდაშიანი კი მის ფონზე უფორმო ტუმბოს ჰგავს.

მადონა და გვინეტ პელტროუ

მსახიობი და მომღერალი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში, ლონდონში დაუახლოვდნენ, სადაც თავიანთ ბრიტანელ ქმრებთან გადავიდნენ საცხოვრებლად - მადონა რეჟისორ გაი რიჩის გაჰყვა ცოლად, გვინეტ პელტროუ - Coldplay-ს სოლისტს, კრის მარტინს. 14-წლიანი სხვაობის მიუხედავად, პოპ-დივა და მსახიობი განუყრელები გახდნენ და ყველგან ერთად ჩნდებოდნენ.

გვინეტი მადონას "უფროს დას" უწოდებდა, და მის რჩევებს ძალიან აფასებდა. 2008 წელს კი ის მხარში ედგა მას გაი რიჩისთან განქორწინებისას. მაგრამ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა მათი პერსონალური ინსტრუქტორის, ტრეისი ანდერსონის გამო. როდესაც ანდერსონის ბიზნესში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეს, მადონამ მისი მომსახურებით სარგებლობა შეწყვიტა და დარწმუნებული იყო, რომ გვინეტიც მის მსგავსად მოიქცეოდა. თუმცა, ამაოდ, გვინეტმა მას არ მიჰბაძა.

მას შემდეგ მადონამ გვინეტის იგნორირება დაიწყო და დღემდე არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ არ "უკბინოს". მაგალითად, ბოლო დროს სულ უფრო უახლოვდება გვინეტის ამჟამინდელ საუკეთესო მეგობარს - ბიონსეს.

ქსენია სობჩაკი და თინა კანდელაკი

ორ სკანდალურ ტელეპერსონას ერთ დროს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინათ. აწყობდნენ ერთობლივ წვეულებებს და ეფექტურ პროვოკაციებს, ერთად იღებდნენ მონაწილეობას გლამურულ ფოტოსესიებში, დაბადების დღესაც კი ერთ დღეს აღნიშნავდნენ (ორივე ნოემბერში დაიბადა 5-დღიანი განსხვავებით). მაგრამ რაღაც მომენტში მათ შორის ბინძური გარჩევები დაიწყო, თანაც სახალხოდ. მთელი ინტერნეტსივრცე გახდა მოწმე სოციალურ ქსელებში მათი ჩხუბისა.

"მაღალი საზოგადოების გოგონები" ყოველდღიურად აქვეყნებდნენ ერთმანეთზე უამრავ კომპრომატს. ყველაფერ ამაში მტრობის ორი ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა: მამაკაცები და პოლიტიკა. გარდა ამისა, კანდელაკს, როგორც ჩანს სურდა, საკუთარი PR-ბიზნესი სობჩაკის სახელის მეშვეობით დაეტრიალებინა, რაც, რა თქმა უნდა, ქსენიას არ მოეწონა.

გვინეტ პელტროუ და ვაინონა რაიდერი

როგორც ჩანს გვინეტ პელტროუს ძველი მეგობრები არ წყალობენ, ან პირიქით... 90-იანი წლების დასასრულს გვინეტი და უაინონა რაიდერი განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათ შორის უსიამოვნების მიზეზი ფილმი "შეყვარებული შექსპირი" გახდა, სადაც ორმა მსახიობმა როლი ვერ გაიყო. რაიდერის თქმით, როლი თავდაპირველად მისთვის იყო განკუთვნილი, დაქალმა კი მზაკვრულად წაართვა შანსი არამხოლოდ კარგ ფილმში გადაღებისა, არამედ "ოსკარის" მიღებისაც.

კიმ კეტროლი და ჯესიკა პარკერი

მსახიობები ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ "სექსი დიდ ქალაქში" გადაღებისას, მიუხედავად იმისა, რომ სცენარის მიხედვით საუკეთესო მეგობრების როლს ასრულებდნენ. პირველი ფილმის გადაღებებისას ფილმის გაგრძელება საფრთხის ქვეშ დადგა ორი მსახიობის ჩხუბის გამო. ინსაიდერების თქმით, ტელესერიალის გადაღების დასრულებისას მსახიობები ერთმანეთს ვეღარ იტანდნენ, მაგრამ ორივე პროფესიონალია და ეს არ ასახულა მათ სამუშაოზე.

დემი ლოვატო და სელენა გომესი

თინეიჯერების ორ კერპს თბილი ურთიერთობა პოპულარობამდე დიდი ხნით ადრე აკავშირებდათ: გოგონები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ რთულ სიტუაციებში, ეხმარებოდნენ ვარსკვლავური კარიერის მოწყობაში, მუდამ პოულობდნენ დროს გიჟურ სამუშაო გრაფიკში შესახვედრად. მათ შორის განხეთქილების მიზეზი კი მამაკაცი გახდა, რომელიც ორივეს შეუყვარდა. იდუმალი პრინცის სახელი უცნობია, თუმცა მის გამო ორი ვარსკვლავი დღემდე "საომარ მდგომარეობაშია".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება