სუპერმოდური ქეთა თოფურია შვილსაც ძალიან მოდურად აცმევს (+ფოტოები)

სუპერმოდური ქეთა თოფურია შვილსაც ძალიან მოდურად აცმევს (+ფოტოები)

ქეთა თოფურიას ქალიშვილი მალე ერთი წლის ხდება და მთელი ამ ხნის მანძილზე ის მუდამ დიდ ინტერესს იწვევს. პრესის ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა მომღერალმა იმით, რომ ერთ წლამდე ოლივიას ფოტოებს სრულად არ აქვეყნებდა და არავინ იცოდა, როგორი იყო ქეთასა და მისი ბიზნესმენი ქმრის ლევ გეიხმანის პატარა ქალიშვილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, А Студио-ს სოლისტმა 1 წლის ოლივიას გრანდიოზული ფოტოსესია მოუწყო და გლამურული ჟურნალისთვის გადაუღო ფოტოები. უკვე ყველამ გაიცნო გოგონა და იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ოლივია უფრო მამას ჰგავს.

ფოტოებზე ქეთას პატარა დედიკოს დიზაინით შექმნილ ტყავის ქურთუკშია გამოწყობილი. ქეთამ დიზაინერობა რა ხანია წამოიწყო და ქმნის კოლექციებს როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. რასაკვირველია, პირველ რიგში მის მოდურ სამოსს მისი ქალიშვილი ირგებს.

იხილეთ ქეთასა და ოლივიას ახალი ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება