კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 75 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია სპორტსმენის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მუჰამედ ალი ხუთშაბათს საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

ამერიკელ მოკრივეს 1984 წელს, აქტიური სპორტის მიტოვებიდან 4 წლის შემდეგ, პარკინსონის დაავადება აღმოუჩინეს.

მუჰამედ ალი მსოფლიოში პირველი მოკრივეა, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის წოდება სამჯერ მოიპოვა. აღნიშნული ტიტული მან პირველად 1964 წელს მიიღო, ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი 1974-სა და 1978 წელს განიმტკიცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა