როგორია თანამედროვე მონობა

როგორია თანამედროვე მონობა

მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი ადამიანი თანამედროვე მონობაში ცხოვრობს. მათი ორი მესამედი მხოლოდ აზიაშია. 2016 წლის მსოფლიო მონობის ინდექსის მიხედვით, მონობა განმარტებულია როგორც ექსპლუატაცია, როდესაც ადამიანს არ შეუძლია დატოვოს სამუშაო ადგილი ძალადობის და მუქარის გამო.

თანამედროვე მონობა ფირმებია ბავშთა მონობა, იძულებითი ქორწინება, იძულებითი შრომა, როდესაც მსხვერპლი მუშაობს იმიტომ, რომ მას ემუქრებიან ან აშინებენ. ასევე, როდესაც ადამიანი იძულებულია იმუშაოს უფასოდ.

"ბიბისი" გთავაზობთ თანამედროვე მონობის ხუთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს:

ზღვის პროდუქციის ინდუსტრია

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ათასობით ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია და იძულებულია იმუშაოს სათევზაო ნავებზე, სადაც ისინი წლებს ატარებენ ისე, რომ სანაპიროს ვერც ხედავენ. მსხვერპლები აცხადებენ, რომ მათ, ვინც ცდილობს გაიქცეს, ან კლავენ ან კიდევ ნავებიდან წყალში აგდებენ.

ტაილანდს, რომელიც მსოფლიოში ზღვის პროდუქტების მესამე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, მიანმარელი და კამბოჯელი ადამიანების ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. ეს ადამიანები სათევზაო ნავებზე მიჰყავთ და მონებივით ამუშავებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათ ჰპირდებიან სამუშაოს ქარხანაში, შემდეგ ჩაჰყავთ ტაილანდში და სათევზაო ნავებზე იძულებითი შრომის მსხვერპლი ხდებიან. ერთ-ერთი მიანმარელი მამაკაცი, რომელმაც ადამიანებით მოვაჭრეებისგან თავის დაღწევა შეძლო, ამბობს, რომ ის იძულებული იყო ღია ზღვაში 20 საათი შეუჩერებლად ეთევზავა ყოველგვარი  ანაზღაურების გარეშე.

მარიხუანას ქარხნები და სილამაზის სალონები

მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მონობის მსხვერპლთა რიცხვი 10 000-დან 13 000-მდეა. ისინი ბრიტანეთში ისეთი ქვეყნებიდან ჩაჰყავთ, როგორიცაა ალბანეთი, ნიგერია, ვიეტნამი და რუმინეთი. დაახლოებით 3000 ბავშვი მხოლოდ ვიეტნამიდან ჩაჰყავთ ბრიტანულ მარიხუანას ქარხნებსა და სილამაზის სალონებში სამუშაოდ. მათ დიდ ნაწილს აშინებენ ოჯახის წევრებზე ძალადობით და იძულებით მიჰყავთ სამუშაოდ.

ერთ-ერთი მსხვერპლი 16 წლის იყო მაშინ, როდესაც იგი დიდ ბირტანეთში ჩავიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ გარკვეულ თანხას გამოიმუშავებდა და მას ოჯახს გაუგზავნიდა. თუმცა, იგი ბრიტანეთის მარიხუანას ქარხანაში იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდა... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა