სასკოლო ავტობუსის არხში გადავარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სასკოლო ავტობუსის არხში გადავარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. სასკოლო ავტობუსი გზიდან გადავიდა და სარწყავ არხში გადავარდა. ავარიის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. 20-მდე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ოსმანიესთან მოხდა. ავტობუსში სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები იმყოფებოდნენ.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა