"ელდარი მეხვეწებოდა: აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო" - ერთაოზ ბერგვაძე "შერეკილებიდან" და "ცაში აფრენილი" ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი

"ელდარი მეხვეწებოდა: აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო" - ერთაოზ ბერგვაძე "შერეკილებიდან" და "ცაში აფრენილი" ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი

"ყოველთვის იმედიანი ვიყავი, მაგრამ ბოლო ხანს პესიმისტი გავხდი. არადა, არც გამოცდილება მაკლდა და არც ცოდნა და კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი", - დანანებით ამბობს მსახიობი დავით ჟღენტი - დაუვიწყარი "შერეკილების" ასევე დაუვიწყარი ერთაოზ ბრეგვაძე, მიზანა ბრეგვაძის შვილი" და არცთუ ხალისიანად იწყებს წარსულის გახსენებას. თუმცა გზადაგზა განწყობა ეცვლება და ხალისიც ემატება.

- ოზურგეთიდან ვარ და სკოლაც იქ დავამთავრე. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. სკოლაში დღიურ-კითხვარებს რომ ვავსებდი, იქაც კი ვწერდი, მსახიობობას ვაპირებ-მეთქი. საბედნიეროდ, ოჯახის წევრებმაც არ დამაბრკოლეს და კინოსტუდიაში, რეზო ჩხეიძის მიერ ახლადგახსნილ კინოსამსახიობო სასწავლებელში ვაბარებდი. გამოცდაზე ერთ-ერთი გამომცდელი იყო რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელიც, თურმე, იმხანად ფილმ "შერეკილებისთვის" მსახიობებს არჩევდა. უფრო ზუსტად, თითქმის დაესრულებინა შერჩევა და ორ კვირაში გადაღებას იწყებდა. ერთაოზ ბრეგვაძის როლზეც შეერჩია ვიღაც, მაგრამ ჩანს, გული ეთანაღრებოდა და მაინც განაგრძობდა ძებნას. პირველივე გამოცდის შემდეგ მისმა ასისტენტმა მომაკითხა, ბატონი ელდარი გიბარებთო. მეორე დღესვე მივედი ძველ კინოსტუდიაში, სადაც ელდარ შენგელაია, "შერეკილების" სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე და მხატვარი, ცხონებული თენგიზ მირზაშვილი დამხვდნენ. მახსოვს, ლექსი წამაკითხეს, რაღაცები გამომკითხეს და...

- არ გეუბნებოდნენ, რისთვის დაგიბარეს?

- არა. მხოლოდ ის გავიგონე, რეზო გაბრიაძემ რომ გადაულაპარაკა ელდარს, - აუ, ელდარ, ეგიაო. მაინც ვერ მივხვდი, რა უნდოდათ. მომდევნო დღესაც დამიბარეს, სასინჯი გადაღება ჰქონდათ, თურმე. მარგალიტას როლისთვის სალომე ყანჩელი და ლამარა ჭყონია მოსინჯეს, თუმცა ელდარი თავის იმჟამინდელ მეუღლეს, არიადნა შენგელაიას ამჯობინებდა, საბოლოო სიტყვა კი სამხატვრო საბჭოს უნდა ეთქვა. პარალელურად, მე უკვე ჩამრიცხეს სასწავლებელში და სასინჯი გადაღებიდან მეორე თუ მესამე დღეს, სასწავლებლის შესასვლელთან ელდარმა დამიძახა, - დამტკიცებული ხარ ერთაოზის როლზე, სამ-ოთხ დღეში ჭიათურაში, გადაღებაზე მივდივართო. სცენარიც მომაწოდა. გავოგნდი. ხმას ვერ ვიღებდი. თავი სიზმარში მეგონა. წარმოგიდგენიათ? - ოზურგეთიდან ჩამოსულ 18 წლის ბიჭს ელდარ შენგელაია მთავარ როლში მიღებდა! გაბრწყინებული სახით სასწრაფოდ შინ, ბიძაჩემთან გავიქეცი და სცენარი მივაწოდე, - ნახე, მთავარ როლში მიღებენ-მეთქი. ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? - "შერეკილები"-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! - ბეჭედი დაუსვა....  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება