ანჯელინა ჯოლის ევოლუცია

ანჯელინა ჯოლის ევოლუცია

4 ივნისს ჰოლივუდის უმშვენიერეს ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის 41 წელი შეუსრულდა. მსახიობობის გარდა, ენჯი დაკავებულია რეჟისურით, სცენარების წერით, გახლავთ გაეროს კეთილი ნების ელჩი. დღეს გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ანჯელინა ჯოლის ევოლუცია და ერთად ვნახოთ, როგორ იცვლებოდა მისი გარეგნობა სხვადასხვა წლებში.

მომავალი ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში, მსახიობების - ჯონ ვოიტისა და მერშელინ ბერტრანის ოჯახში  დაიბადა, 11 წლიდან კინოხელოვნებას ეუფლებოდა, 14 წლის ასაკში სამოდელო კარიერა დაიწყო, 16 წლისთვის კი, უკვე მოასწრო მონაწილეობა მიეღო Rolling Stones-ის, ლენი კრავიტცისა და Meat Loaf-ის კლიპებში.

ანჯელინა ჯოლის კინოდებიუტი 1993 წელს ფილმში, სახელწოდებით "კიბორგი 2" შედგა, მაგრამ ეს როლი წარუმატებელი აღმოჩნდა. შემდეგ იყო ფილმები "ჰაკერები", "ნამდვილი ქალები" და "ჯორჯ უოლესი", ამ უკანასკნელმა ჯოლის პირველი ჯილდო - "ოქროს გლობუსი" მოუტანა.

სულ მალე, სურათისთვის "შეწყვეტილი ცხოვრება" ჯოლიმ "ოსკარიც" მოიპოვა.

მას შემდეგ ანჯელინა ჯოლი მსოფლიომ გაიცნო და ის დღემდე უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს.

მიუხედავად უამრავი ჭორისა, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ... იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა