ახალი ინფორმაცია მათთვის, ვინც ბათუმში, MAROON 5-ის კონცერტზე წასვლას აპირებს

ახალი ინფორმაცია მათთვის, ვინც ბათუმში, MAROON 5-ის კონცერტზე წასვლას აპირებს

ბათუმში დაგეგმილ MAROON 5-ის კონცერტისთვის 30 000-მდე ბილეთია გაყიდული, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კონცერტისთვის ბათუმში და მის შემოგარენში თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია.

გიორგაძემ აღნიშნა, რომ ეს კონცერტიც თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ უწყობს ხელს ასეთი პროექტები ადგილობრივი მეწარმეობის და ბიზნესის განვითარებას.

"ჩემი ინფორმაციით, "ორბის" სახლებს, რომლებიც თითქოს დაკონსერვებული იყო და მათი აქტიური დასრულება-გარემონტება არ იგეგმებოდა, მომატებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია არემონტებს ბინებს, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა ბინების დაქირავებაზე. კონცერტისთვის გადაჭედილია როგორც დიდი სასტუმროები, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები. ეს ხდება არა მარტო ბათუმში, არამედ კვარიათში, გონიოში, ქობულეთში... კარგია ამდენი ადამიანი რომ ჩადის რეგიონში, რაც აისახება რეგიონის შემოსავალზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

Maroon 5 -ის კონცერტი ბათუმში 7 ივნისს გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება