"აგვისტოს 5 დღის" ვარსკვლავმა საიდუმლოდ იქორწინა

"აგვისტოს 5 დღის" ვარსკვლავმა საიდუმლოდ იქორწინა

”აგვისტოს ხუთი დღის” მთავარი როლის შემსრულებელმა, პოპულარული სერიალის ”სამშობლოს” ვარსკვლავმა და კირა ნაითლის ყოფილმა საქმრომ რუპერტ ფრენდმა გასულ თვეს საიდუმლოდ იქორწინა. მსახიობმა ეს ამბავი სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამზე” გაუმხილა თავის ფანებს. მისი მეუღლე პარაოლიმპიელი ათლეტი ეიმი მალინსია. წყვილი 1 მაისს შეუღლდა და თავს უზომოდ ბედნიერად გრძნობს.

საქორწინო ფოტოზე, რომელიც ფრენდმა გააზიარა, შემდეგი წარწერა დაურთო: ”დღეს ერთი თვე გავიდა, რაც ბედნიერად დავქორწინდით მე და ეიმი მალინსი. მე მიყვარს ჩემი ცოლი”. თავის მხრივ, მალინსმაც გამოაქვეყნა ქორწილის ფოტოები და შემდეგი წარწერა დაურთო: ”აღვნიშნავთ ჩვენი ქორწინების ულამაზესი ერთი თვის იუბილეს. მე ჩემს საუკეთესო მეგობარს გავყევი ცოლად! ”

ეიმის ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ის ყოფილი ჩემპიონია სირბილში. ის პროთეზის დახმარებით თავისუფლად გადაადგილდება და სპორტულ აქტივობასაც აგრძელებს.

მომზადებულია glamourmagazine.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება