"ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი" - "ფეისბუქსში" ისანში მომხდარ მკვლელობას ეხმაურებიან

"ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი" - "ფეისბუქსში" ისანში მომხდარ მკვლელობას ეხმაურებიან

გუშინ, ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. (იხილეთ ვრცლად)

ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

სანდრო თარხან-მოურავი:

კიდევ ერთი ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს არ არის "უბრალოდ კრიმინალი".

ეს არის პირდაპირი დამსახურება:

1. დედამო***ლი კავკასიური ჯიგიტობის და "ნაღდი ქართველობის" სავოკურ-ქურდული გაგების;

2. უპრინციპო, უპასუხისმგებლო, ნაძირალა პოლიტიკოსებისა და "ეროვნული" ელიტის;

3. მასობრივი უკონტროლო ამნისტიის და ყველა ექს-პატიმრისთვის უდანაშაულობის აურის შექმნის;

4. პოლიციის ინერტულობის, რაც ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა (გამიზნულად რომ ერიდებიან ყველანაირ ყოფით სიტუაციებში ჩარევას, სადაც პოლიციის კანონიერი მოქმედებები ხსენებულმა "ეროვნულმა" ნაძირლებმა შეიძლება შეაფასონ, როგორც "არაქართული")

მეტიც, ამის შემდეგაც ყველაფერ ამაში დამნაშავე ნაძირლები გააგრძელებენ ასეთივე მოქმედებებს, გააგრძელებენ წერას და ფიქრს, რომ "ალბათ ღირსი იყო" და ვინც "ნაღდქართულად" ძალადობს, "უდანაშაულო ბიჭია". და ასე გაგრძელდება, სანამ ამ ნაძირლებს ადგილს არ მივუჩენთ ბოსელში

(განსაკუთრებით სენსიტიურებისთვის - ეს არ არის ფერმერების შეურაცხყოფა, ეს არის მეტაფორა).

მიხეილ ქებურია:

აღზრდის ბრალია. ისევ ქალი (დედა) ზრდის საქართველოში ე.წ. დედიკოს ბიჭებს, აქვს ამას თავისი ისტორიული ქვეტექსტი. დედიკოს ბიჭები როგორც წესი განებივრებული ეგოცენტრიკები, ლაჩრები და სრულიად ასოციალური მონსტრები არიან. გათამამებულები, აღზრდილები ისე რომ არასოდეს არა არ გაუგიათ. გონიათ სამყაროს ცენტრში დგანან და ყველა ვალდებულია მათ ემსახუროს. ცოლს რომ ირჩევენ რათქმა უნდა ასოცირებული აქვთ ისიც როგორც დედა მათი მსახური უნდა იყოს. ჰოიდა მერე იწყება იმედგაცრუებები და აგრესია.

ვახუშტი მენაბდე:

გუშინ კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ყველა ასეთი შემთხვევის უკან დგას ქალის საკუთრებად აღქმის ფენომენი, ხოლო საკუთრება რომელიც უარს ამბობს ექსკლუზიურ ბატონობას დაექვემდებაროს სჯობს გაანადგურო.

კაცმა "ყოფილ ცოლს სამურაის [...] ხმალი ჯერ მუხლის არეში ჩაარტყა, ქალი იქვე მოიცელა და მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ [..] ხმლით კოჭის ძვალი ჩაუმტვრია [...]." ის ამბობს, რომ ქალის მოკვლა განზრახული არ ქონია, უბრალოდ უნდოდა ჭკუა ესწავლებინა: "გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შეძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, - არ ეცეკვა. ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები".

ბრალდებულს ექსკლუზიურობის მოთხოვნილება ამოძრავებდა. ის მიიჩნევს, რომ ქალი რომელიც მისი შვილების დედაა, მისი საკუთრება, მისი შვილების საკუთრება, ის კი ამ დროს ღამის კლუბში სიარულით ფლანგავს საკუთარ ექსკლუზიურობას.

ზვიად დევდარიანი:

ვიდრე ქალი კაცის დამატებად აღიქმება ამ ქვეყანაში, მანამდე ეს ტრაგედიები ჩვეულებრივი უფროა, ვიდრე გამონაკლისი.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი:

ქალის მკველობის მორიგი მცდელობა საქართველოში... მაშინ, როცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ამ წუთებში დეპუტატების თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ფემიციდის შესახებ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ქალის გენდერული ნიშნით მოტივირებული, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა ისჯებოდეს. განმეორების შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენისას კი - 16-ან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

"ეს არ არის კანონი მამაკაცის წინააღმდეგ. ეს არის კანონი მოვლენის წინააღმდეგ" - თამარ კორძაია.

იხილეთ ასევე: ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს

მანდილოსნების სადღეგრძელოდან ფემიციდამდე: "ქალთა კვლის წელი" საქართველოში

"როცა ქმარი სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა, უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევო" - მიმართვა შვილმკვდარ დედებს

იხილეთ ვიდეო: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ისანში ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლე მოკლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს