რა ქონებას ითხოვს განქორწინების შემდეგ ჯონი დეპის ცოლი მსახიობისგან

რა ქონებას ითხოვს განქორწინების შემდეგ ჯონი დეპის ცოლი მსახიობისგან

როგორც გამოცემა "ნიუ იორკ პოსტი" იტყობინება, ჯონი დეპის მეუღლე ემბერ ჰერდი, რომელმაც მასთან განქოწინება გადაწყვიტა, მსახიობისგან ყოველთვიური ალიმენტის სახით 50 000 დოლარს ითხოვს. ამას გარდა, განქორწინების პროცესში ჩართული იურისტების ხარჯების დაფარვას, რაც 125 000 დოლარს შეადგენს. აგრეთვე ემბერი ითხოვს დეპის ლოს ანჯელესში არსებულ პენტჰაუსს, მის "რენჯ როვერის" მარკის ავტომობილს და ორ ძაღლს - იორკშირულ ტერიერ ბუსა და პისტოლეტს.

ჯერჯერობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰერდს მხოლოდ დროებით აქვს ნება დართული დეპის სახლებში იცხოვროს. როგორც ნიუ იორკ პოსტთან საუბარში ადვოკატმა სუზენ ბეკერმა განმარტა, საერთო ჯამში, ჰერდს შეუძლია 20 მილიონ დოლარამდე ქონება წაართვას დეპს.

ვინაიდან წყვილს საქორწინო კონტრაქტი არ გაუფორმებია, კალიფორნიის კანონმდებლობის თანახმად, ყველაფერი რაც თანაცხოვრების დროს ერთად შეიძინეს, შუაზე უნდა გაიყოს. ქორწინების 15 თვის მანძილზე დეპმა 101 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ჰერდმა კი ამავე დროის მანძილზე 383 000 დოლარი იშოვნა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება