ევროკავშირის სასამართლომ არალეგალი მიგრანტების ციხეში ჩასმა აკრძალა

ევროკავშირის სასამართლომ არალეგალი მიგრანტების ციხეში ჩასმა აკრძალა

ევროკავშირის სასამართლომ არალეგალი მიგრანტების ციხეში ჩასმა აკრძალა. როგორც სასამართლოს ვერდიქტშია ნათქვამი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა არ უნდა ჩასვან მიგრანტები ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ ჩავიდნენ.

ვერდიქტის თანახმად, ამის სანაცვლოდ საჭიროა არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია იმ ქვეყანაში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩავიდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას, რომლებიც შენგენის ზონის წევრები არ არიან, ასევე დანიას, რომელსაც უფლება აქვს, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა