მარია შარაპოვას 2 წლით ასპარეზობა აეკრძალა

მარია შარაპოვას 2 წლით ასპარეზობა აეკრძალა

მარია შარაპოვას 2 წლით ასპარეზობა აეკრძალა - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი ჩოგბურთელის მიერ დოპინგ ტესტის ჩავარდნის შემდეგ.

მარია შარაპოვამ მარტში ლოს-ანჯელესში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. მარიას თქმით, დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობისას გაიარა, დადებითი აღმოჩნდა - ჩოგბურთელს ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც 2016 წელს შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში. შარაპოვას თქმით, ის აღიარებს საკუთარ დანაშაულს, რადგან არ წაიკითხა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეპარატი აიკრძალა.

დიდი სლემის 5-გზის მფლობელი 2 წლიან აკრძალვაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს: "ვერ მივიღებ უსამართლოდ მკაცრ გადაწყვეტილების 2-წლიან აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაასკვნა, რომ ის, რასაც მე ვაკეთებდი, იყო წინასწარ განზრახული და არა შეცდომა. მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დავბრუნდე ჩოგბურთის კორტზე და რაც შეიძლება მალე" - წერს შარაპოვა სოციალურ ქსელში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა