ვაკო ყაზაიშვილი: "ბავშვის გაზრდა არა, მაგრამ მისი აღზრდა რთულია!"

ვაკო ყაზაიშვილი: "ბავშვის გაზრდა არა, მაგრამ მისი აღზრდა რთულია!"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი და არნემის "ვიტესის" ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი რამდენიმე თვის წინ მამა გახდა. ფეხბურთელის მეუღლე, გვანცა ნიშნიანიძე გვესაუბრება, თუ როგორი მამაა ვაკო.

- რა შეცვალა შვილმა თქვენს ცხოვრებაში?

- შვილის დაბადების შემდეგ, ადამიანში შინაგანად ბევრი რამ იცვლება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხვდები, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება და სიყვარული. ახალი გრძნობა გიჩნდება, რომელიც ძალიან ძლიერია და მას შვილის სიყვარული ჰქვია. რთულია ეს ყველაფერი სიტყვებით ახსნა. ბავშვი არის ის, ვის გამოც ყველაფერს გააკეთებ. ჩვენთვის ეს ახალი გრძნობაა, მაგრამ ვხვდები, მისმა დაბადებამ მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალა.

- ამჟამად, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ?

- ისევ ჰოლანდიაში ვცხოვ­რობთ, ახლა უკვე ჩვენს პატარასთან ერთად. ხანდახან საქართველოშიც ჩამოვდივართ.

- პატარის გაზრდაში ვინ გეხმარება?

- მყავს დამხმარე ქალი. ასევე, მხარში მიდგას დედა, რომელიც აქტიურად ცდილობს შვილიშვილის გაზრდაში თავისი წვლილი შეიტანოს (იღიმის).

- როგორი ბავშვია, მოუსვენარი თუ შედარებით მშვიდი? ღამეს ხშირად გათევინებთ?

- მშვიდია, მხიარული და ძალიან თბილი. პირველი ორი კვირა მომიწია ღამის გათენებამ, მერე უკვე ყველაფერი გამიმარტივდა.

- თქვენს პატარას სახელი ვინ შეურჩია?

- მე და ვაკომ სახელი ერთად შევურჩიეთ. რატომღაც გვინდოდა, ცოტა განსხვავებული და ლამაზი სახელი ჰქონოდა ჩვენს გოგონას და სწორედ ამიტომ, ემილია დავარქვით.

- ვაკო როგორი მამაა? შვილის მოვლაში გეხმარება?

- უზომოდ მზრუნველი და თბილი მამაა. რა თქმა უნდა, ემილიას გაზრდაში მეხმარება. მიუხედავად მისი რთული და ზედმეტად დატვირთული ცხოვრების რეჟიმისა, გამუდმებით ცდილობს, თავისუფალი დრო ბავშვთან ერთად გაატაროს, შვილთან ურთიერთობას რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს. ... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ