ქსენია სობჩაკი ბავშვს ელოდება

ქსენია სობჩაკი ბავშვს ელოდება

ბოლო ხანებში ქსენია სობჩაკი მხოლოდ თავისუფალ სამოსს ატარებს. "ინსტაგრამის” გვერდზეც გამოყვანილ კაბებში აღარ პოზირებს და ისეთ ფოტოებს დებს, სადაც სილუეტი გამოკვეთილი არ არის.

ინფორმაცია სობჩაკის ფეხმძიმობის შესახებ სხვადასხვა ბლოგებშიც გამოჩნდა. ყველაზე დიდი გამოხმაურება მოყვა ”ცოცხალ ჟურნალში” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც რედაქტორი წერდა, რომ ნერეზინოვის ტურისტულ მონაკვეთში სეირნობისას ქსენია სობჩაკს გადააწყდა, რომელსაც დაცვის ორი თანამშრომელი ახლდა და მუცელი აშკარად ეტყობოდა.

სოცქსელებშიც განსჯის საგნად იქცა სობჩაკის ფეხმძიმობა, თუმცა არც ქსენია და არც მისი მეუღლე ამ სიახლეზე კომენტარს არ აკეთებენ.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება