პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი საქართველოში ტურნეს მართავს

პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი საქართველოში ტურნეს მართავს

საქართველოს უკვე ერთი კვირაა პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი Epolets სტუმრობს.

ბენდი, რომელიც უკრაინელ ახალგაზრდებში სუპერპოპულარობით სარგებლობს და გასული წლის ყველაზე მოთხოვნად ჯგუფად გამოცხადდა, საქართველოში უკრაინული და ქართული ბენდების ერთობლივი საკონცერტო პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. 6 ივნისიდან მოყოლებული Epolets-მა უკვე ორი კონცერტი გამართა (ქუთაისი და თბილისი), მომდევნო დღეებში კი საქართველოს კიდევ 4 ქალაქს ესტუმრებიან (რუსთავი - 12 ივნისი, მესტია - 15 ივნისი, ბათუმი - 17 ივნისი, თბილისი - 18 ივნისი).

Epolets-თან ერთად საქართველოში გამართულ კონცერტებზე ქართული ალტერნატიული ჯგუფი LOUDspeakers გამოდის. ამავე პროექტის ფარგლებში, ქართული ბენდი აგვისტოში უკრაინაში გამართავს რამდენიმე კონცერტს.

"ჩვენი ვიზიტი დაემთხვა Epolets-ის მესამე ალბომის პრეზენტაციას, თუმცა ეს პირველ რიგში ახალ მსმენელთან შეხვედრაა ჩვენთვის. ძალიან მოგვწონს ქართველი მსმენელი. ორი კონცერტი გავმართეთ ქუთაისსა და თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში და ისე მიგვიღეს, თითქოს უკრაინის რომელიმე ქალაქში ვიყავით უკრაინელ მსმენელთან. ხალხთან და გარემოსთან ერთად ძალიან მოგვეწონა თქვენი ღვინო და სამზარეულო", - ამბობს პაშა ვარენიცა Epolets-ის სოლისტი.

Epolets 2012 წელს ოდესაში ჩამოყალიბდა. ბენდის სიმღერები უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იწერება. ბენდს სამი ალბომი აქვს ჩაწერილი - "ეპოლეტები" (2013), "დოგმა" (2014) და "კულტები" (2016). 2014 წელს გამოსული "დოგმა" მრავალმა უკრაინულმა მუსიკალურმა ინტერნეტ-მედია პორტალმა პოზიტიურად შეაფასა და წლის ალბომების სიებშიც შეიყვანა.

2015 წელს "ეპოლეტსი" უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბენდი გახდა. მათ 18 პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრეს, მათ შორის "ატლას უიქენდზე", "ფაინე მისტოზე", "რესპუბლიკაზე", "ბანდერშტატზე", "ვუდსტოკსა" და "სტოპუდოვიკაზე". 2015 წლის შემოდგომას "ეპოლეტსი" უკრაინული "იქს ფაქტორის" ფინალისტი გახდა.

2016 წლის გაზაფხულზე Epolets-მა ტურნე გამართა უკრაინის 19 ქალაქში. ისინი წარმატებით გამოდიან პოლონეთში, მოლდოვაში, ბელორუსში და რუსეთში. საერთო ჯამში, როკ-ჯგუფს ორასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

უკრაინული ბენდი დასკვნით კონცერტს თბილისში, კლუბ "ლოლიტაში" გამართავს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება