რა დაჯდა "ევრო 2016"

რა დაჯდა "ევრო 2016"

საფრანგეთს ევრო 2016 ორი მილიარდი ევრო დაუჯდა. ამ თანხის ნახევარზე მეტი ახალი სტადიონების მშენებლობას მოხმარდა, დანარჩენი კი ძველის განახლებაზე და უსაფრთხოებაზე დაიხარჯა. როგორც ცნობილია, ჩემპიონატის უსაფრთხოებისათვის უპრეცენდენტო ზომებია მიღებული. ამ მიზნით ქვეყანამ 10 მილიონი ევრო და 90 ათასი პოლიციელი გამოყო.

ქვეყნის დანახარჯებზე უფრო კონკრეტულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 1,66 მილიარდი ევრო დაიხარჯა მხოლოდ სტადიონებზე, აქედან 1 მილიარდზე მეტი ახალი სტადიონების მშენებლობას მოხმარდა. მათ შორის, არის ლილის (282 მლნ ევრო), ნიცასა (245 მლნ ევრო) და ბორდოს (184 მლნ

ევრო) სტადიონები. ასევე აღსანიშნავია, ყველაზე ძვირად ღირებული ულტრათანამედროვე სტადიონი „სტადდელუმიერი“ ლიონში, რომელიც პირველი კერძო სტადიონია საფრანგეთში. მისი მშენებლობა 405 მილიონი ევრო დაჯდა და მასზე ჯამში 6 მატჩი გაიმართება, მათ შორის ერთ-ერთი ნახევარფინალი.

ასევე ცოტა თანხა არ დახარჯულა ძველი სტადიონების განახლებაზე. ჯამში სტადიონების რეკონსტრუქცია 400 მილიონი დაჯდა... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა