მუჰამენ ალის დაკრძალვაზე გადაღებული კლინტონისა და შვარცნეგერის "სელფი" ინტერნეტს იპყრობს

მუჰამენ ალის დაკრძალვაზე გადაღებული კლინტონისა და შვარცნეგერის "სელფი" ინტერნეტს იპყრობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლუისვილში კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

ცოტა ხნის წინ შვარცნეგერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კლინტონთან გადაღებული "სელფი" გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ ალის დაკრძალვაზეა გადაღებული.

"სასიამოვნო იყო ჩემი მეგობარი პრეზიდენტის ნახვა", - წერს შვარცნეგერი ფოტოს კომენტირებისას.

კლინტონის და შვარცნეგერის "სელფმა" დიდი მოწონება დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ ფოტომ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო.

შეგახსენებთ, კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 75 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო წუთებში საავადმყოფოში გაატარა, სადაც მწვავე რესპირატორული დაავადებით იყო მოთავსებული. ალი 75 წლის გარდაიცვალა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა