ამერიკაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, ნუკი კოშკელიშვილის საქართველოში დაბრუნებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა: ჭორი გავრცელდა, თითქოს ქართველი ტელესახე ამერიკელ მეუღლეს დაშორდა...
ამერიკაში ცხოვრებასა და საქართველოში დაბრუნების მიზეზზე თავად ნუკის ვესაუბრე.
- ნუკი, როგორ ხარ?
- მშვენივრად და გადასარევად! მონატრებული ვარ საქართველოს...
- რატომ გადაწყვიტე თბილისში დაბრუნება?
- ჩამოსვლა უკვე ძალიან მინდოდა, რადგან ყველა (მეგობრები, ნათესავები...) მომენატრა. როგორც იქნა, მე და ბენმა ჩვენი თავისუფალი დრო გადავანაწილეთ და თბილისში გამომგზავრების დაგეგმვა მოვახერხეთ. რამდენიმე დღეში ჩემი დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ, ჯერ მე ჩამოვსულიყავი, მერე ბენიც აუცილებლად ჩამოვა. საქართველოში დაბრუნება ამერიკაში გამგზავრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მოვახერხე. აქაურობა საოცრად მომენატრა! არასოდეს მეგონა, თუ თითოეული კუთხე-კუნჭული, ყველა და ყველაფერი ასე მომენატრებოდა.
- "ფეისბუკზე" შენი პოსტი ვნახე - ერთი კვირით ავტომობილიანი მძღოლის დაქირავება გსურდა, რომელიც მთელ საქართველოს მოგატარებდა...
- საქართველოში ბენი და მისი მეგობრები ჩამოდიან. მოგეხსენება, ჩემი მანქანა როგორი პატარაც არის. ბევრ ადამიანს ვერ იტევს. ვიფიქრე, ავტომობილი და მძღოლი ძალიან გამომადგება-მეთქი.
- ამერიკაში როგორ ცხოვრობ?
- ალბათ, ბევრისთვის გასაკვირიც არის, რომ ჩემი აქტიური ცხოვრება აქტიურ დიასახლისურ ცხოვრებაში გადაიზარდა. ჯერჯერობით, ეს ამპლუა მომწონს. მიხარია, რომ საშუალება მაქვს, საყვარელ ადამიანს დავეხმარო და ყველაფერში მაქსიმალურად შევუწყო ხელი. დიასახლისის ამპლუაც უნდა მომერგო. დაოჯახებიდან პირველი წელი დავისვენე, დიდად არაფერს ვაკეთებდი გარდა იმისა, რომ ოჯახურ საქმეებს ვადევნებდი თვალყურს. არ მეგონა, თუ კარგი დიასახლისი და მზარეული ვიქნებოდი.
- შენ და ბენს ოჯახური საქმეები როგორ გაქვთ განაწილებული?
- ურთიერთობის დასაწყისში, საქმეები განაწილებული გვქონდა. ახლა, რაკი სამსახური არ მქონდა, ბენი კი ძალიან ბევრს მუშაობდა, ვცდილობდი, მაქსიმალურად ყველაფერი მე გამეკეთებინა. თუმცა, ბენი ცდილობს, დამეხმაროს და ყველაფერი თავად გააკეთოს.
- ბენი როგორი კულინარია?
- ვაიმე, საოცარი! ჩვეულებრივი "ქართველი მზარეულია": საიდანღაც ქართული კერძების რეცეპტები ამოქექა და ამზადებს ხოლმე. არაჩვეულებრივი ხელი აქვს. რაღაცნაირად ახერხებს და ყველაფერს აკეთებს. ერთი სიტყვით, სამზარეულოში მაგარი ბიჭია. ხინკალი, ხაჭაპური... რა გინდა, სულო და გულო, არ გამოუვიდეს.
- რას საქმიანობს?
- ერთ-ერთი ჰოსპიტლის ფილიალის მმართველი გახლავთ.
- სად ცხოვრობთ?
- ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.
- მარტო ცხოვრობთ?
- კი. ძალიან გვინდოდა, ძაღლი ან კატა გვყოლოდა, მაგრამ გვითხრეს, ამ შენობაში ცხოველების ყოლა არ შეიძლებაო. ერთხელ მე და ბენი ვსეირნობდით. ძაღლი დაინახა, რომელიც თვალებში უყურებდა. არ იცი, თვალებით როგორ ეხვეწებოდა, წამიყვანეო! რომ გამოვტრიალდით, ცხოველი გაებუტა. იცი, როგორი სასაცილო სანახაობა იყო? მე საერთოდ, ცხოველების მოყვარული არ ვარ (ალბათ, სამწუხაროდ), მაგრამ იმ ძაღლს და ბენს ისეთი "რომანი" ჰქონდათ, რომ შევწუხდი და გადავწყვიტე: ვიყიდოთ და სახლში წავიყვანოთ-მეთქი. ვიდრე წამოვიყვანდით, ოფიციალური წერილი დავწერეთ და ვიკითხეთ, ჩვენს ბინაში ცხოველის ყოლას დაუშვებდნენ თუ არა. უარი მივიღეთ და ასე დასრულდა ეს "რომანი".
- უქმეებს როგორ ატარებთ?
- უმეტესწილად, მეგობრებთან ერთად. ბენს იქ ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი ახლა ჩემი მეგობრებიც გახდნენ... ხანდახან ვსეირნობთ, მუზეუმებში დავდივართ. ძირითადად, არაფერს ვაკეთებთ, ვზარმაცობთ, ფილმებს ვუყურებთ...
- ამერიკაში შენს პროფესიაში ძალების მოსინჯვას ხომ არ აპირებ?
- ალბათ, ძალიან სულელი ვიქნები, რომ ვთქვა, - არ ვაპირებ-მეთქი. თუმცა, ჯერჯერობით, დიდ იმედს ვერ ვამყარებ. ვნახოთ, რა გამოვა.
- მცდელობა გქონია?
- ჯერჯერობით, არანაირი მცდელობა არ მქონია. რატომღაც, ვფიქრობდი, - მოდი, ჯერ საქართველოში დავბრუნდები, ცოტა ხანს იქ ვიქნები და რომ ჩამოვალ, ახალი ძალით შევეჭიდები რაღაცებს-მეთქი. პლუს, საბუთების მოწესრიგებას ველოდებოდით, რომ მუშაობის უფლება მქონოდა.
- შეგიძლია, ამერიკაში ცხოვრების განმავლობაში თავს გადამხდარ რაიმე საინტერესო ამბავი მოგვიყვე? ... განაგრძეთ კითხვა