ინგლისის პარლამენტის დეპუტატი მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

ინგლისის პარლამენტის დეპუტატი მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" ჯო კოკსი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ინციდენტი ჩრდილოეთ ინგლისში კოკსის საარჩევნო ოლქში მოხდა. 41 წლის ქალბატონის მისამართით სამჯერ გაისროლეს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

უესტ-იორკშირის საგრაფოს პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 52 წლის მამაკაცი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავდასხმის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველების განცხადებით, პოლიტიკოსზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც კოქსი ორი მოქალაქის კამათში ჩაერთო . მომხდარს სოციალური ქსელის " თვითერის" საშუალებით, ქვეყნის პრემიერი დევიდ ქემერონი გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა