ერთ დროს ძალიან პოპულარული სერიალის "ეშმაკუნა", მთავარი გმირის ენჯი სეპედას ცხოვრება დღეს

ერთ დროს ძალიან პოპულარული სერიალის "ეშმაკუნა", მთავარი გმირის ენჯი სეპედას ცხოვრება დღეს

რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში ვენესუელური სერიალების ბუმი იყო, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სერიალად "ეშმაკუნა" მოიაზრება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მთავარი გმირების, ფიორელა მორელისა და ანდრეს მეხია გუცმანის სასიყვარულო რომანის უშუალო მოწმე გახდა. ალბათ, ყველას აინტერესებს როგორ გამოიყურება დღეს, ის "ეშმაკუნა" გოგონა, რომელიც საქართველოში ფიორელა მორელის სახელით გაიცნეს.

ანჟელიკა სეპედა კოლუმბიაში დაიბადა, ქალაქ კარტახენში. ოჯახში უმცროსი ქალიშვილია, ჰყავს დები - ლორნი და ივეტი, რომლებიც უკვე დაოჯახებულები არიან. ანჟელიკას მშობლები ადვოკატები გახლავთ, ამჟამად განქორწინებულები არიან.

მშობლებს სურდათ ანჟელიკას ოჯახური ტრადიცია გაეგრძელებინა და გოგონა უნივერსიტეტში,

იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მიუხედავად ამისა, სეპედა გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ მსახიობი გახდებოდა. ანჟელიკა სამსახიობო კურსებზე საიდუმლოდ დადიოდა. მშბლების გაყრის შემდეგ, ბოგოტუში, დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამსახიობო სკოლაში ჩააბარა.

ანჟელიკას, სამსახიობო სკოლის დასრულებისთანავე იწვევდნენ სხვადსხვა რეკლამებში გადასაღებად, შემდეგ სერიალებსა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებშიც. მიუხედავად ტელევიზიაში საკმაოდ დიდი ხნის მუშაობისა, სეპედას საყოველთაო აღიარება, სერიალებმა, "ლუს მარია" და "ეშმაკუნა" მოუტანა.

ფილმში "ილონა წვიმასთან ერთად მოდის" გადაღებისას, ანჟელიკა მიხვდა, რომ დიდი კინო მისი მოწოდებაა.

დღეს ენჯი სეპედა - ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი მსახიობია. შემოთავაზებებს იღებს კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, პერუდან და არგენტინადან.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება