"არ გრცხვენიაააათ?!" - თამრიკო ჭოხონელიძე ჯანო იზორიას "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნას ეხმაურება

"არ გრცხვენიაააათ?!" - თამრიკო ჭოხონელიძე ჯანო იზორიას "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნას ეხმაურება

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალურ ტურში მაყურებელმა და ჟიურიმ სამი წყვილის ცეკვა იხილა. შოუში დარჩენილი სამი მსახიობი მამაკაციდან (ჯანო იზორია, ანდრია გველესიანი, სტანისლავ ბონდარენკო) ყველაზე ნაკლები ხმა ჯანო იზორიამ მიიღო და შესაბამისად, მეწყვილე კარინა ლისენკოსთან ერთად დატოვა პროექტი.

სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსებს შორისაა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე. აი, რას წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"ეს რა იკადრეს???!!! არ გრცხვენიაააათ???!!! ჯანო როგორ არ გადავიდა ფინალში?! ეს ხომ უსამართლობაა და ძალიან დიდი თანაც!!! მე შარშან მარიამთან დაკავშირებით ხომ არაფერი მითქვამს, თუმცა დიდზე დიდი უნამუსობა იყო! დიდი უსამართლობა იყო!!! დღეს თამამად ვამბობ - ეს ხალხის შეურაცხყოფაა!!! ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა თავისი ცეკვით, დიდი შრომით და რაც მთავარია თავისი კეთილშობილებით ფინალში ყოფნას  - რა გაუკეთეს! ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელში!!! აღარ გეყოთ ხალხის გამაიმუნება???!!! როდემდე???!!!", - წერს ჭოხონელიძე.

კიდევ ერთ პოსტში, მომღერალი ჯანო იზორიას მიმართავს: "ქართველები კი იყვნენ ერთად, მაგრამ... რას იზამ ეს არის დღევანდელი ჩვენი უსამართლო ცხოვრების მწარე რეალობა! "შენ არ გინდა - ზურიკელას უნდა" - გაგიგია ხომ?! არ ინერვიულო! შენ მთავარია ისე იბრძოლე, როგორც ვაჟკაცს ეკადრებოდა და ისე წამოხვედი, როგორც ღირსეულები მოდიან! რაც შეეხება იმას, რომ შენ ეს გჭირდებოდა - მოგეცემა!!! დაითმინე და აუცილებლად მოგეცემა, რადგან შენ ყველა სიკეთეს იმსახურებ! წარმატებები შენს ლამაზ და საინტერსო გზაზე!".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება