მომღერალი შინეიდ ო'კონორი ისევ დაიკარგა

მომღერალი შინეიდ ო'კონორი ისევ დაიკარგა

ჩიკაგოს პოლიცია მომღერალ შინეიდ ო'კონორი ეძებს. ბოლო დროს მომღერალი იმუქებოდა, რომ საკუთარ თავს ავნებდა. პოლიციამ მოახერხა დაეფიქსირებინა მისი ზარი, როცა მომღერალი ოჯახს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ჩიგაკოში ხიდთან იმყოფებოდა და გადახტომას აპირებდა. ოჯახის წევრებმა დუბლინის პოლიციაში დარეკეს, მათ კი თავის მხრივ, ჩიკაგოს პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში. გასულ თვეში შინეიდი დაიკარგა, თუმცა პოლიციამ ის უვნებელი იპოვნა.

მაშინ 49 წლის ირლანდიელმა მომღერალმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახს მიმართავდა. მან თავის შვილებსა და ყოფილ ქმარზე, ჯონ რეინოლდსზე ისაუბრა პოსტში. "თქვენ ყველამ მიმატოვეთ... თვითმკვლელობამდე მიმიყვანეთ. მუშაობა აღარ შემიძლია. გასული წლის შემოსავალი დავკარგე, ისევე როგორც წლევანდელი. უზარმაზარი სამედიცინო ხარჯები მაქვს...", - წერდა ო'კონორი ფეისბუქ-პოსტში და საკუთარ შვილს "ბოროტ ადამიანად" მოიხსენიებდა, ყოფილ ქმარს კი უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

მომზადებულია pitchfork.com-ს მიხედვით

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს