ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც მდიდარი და წარმატებული ოჯახებიდან არიან

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც მდიდარი და წარმატებული ოჯახებიდან არიან

ჰოლივუდში უყვართ მძიმე ბავშვობაზე საუბარი, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და როგორ მიაღწიეს ყველაფერს თავისით. თუმცა, სინამდვილეში, ცნობილი ადამიანების უმეტესობას საკმაოდ შესაშური, საშუალოზე მაღალი სტარტი ჰქონდათ მშობლების წყალობით.

რიზ უიზერსპუნი

დედა მედიცინის მეცნიერების კანდიდატია და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, მამა - ოტოლარინგოლოგია და სპეციალობით მუშაობს. ამერიკაში სამედიცინო განათლება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, ამიტომაც, რთული მისახვედრი არ არის, რომ ოჯახი ღარიბი ნამდვილად არ არის. რიზმა ელიტური კერძო სკოლა და სტენფორდის უნივერსიტეტტი (გადასახადი წელიწადში $40 000) დაამთავრა.

ბენ აფლეკი

მამა მედიკოსია და უკვე 30 წელზე მეტია, ნიუ იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში Brearley ასწავლის. ბებია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორია, ბაბუა - დემოკრატი-აქტივისტი და ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი გახლავთ.

ჯენიფერ გარნერი

ჯენის მამა კომპანიის Union Carbide ინჟინერია. გარნერმა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის პრესტიჟული სკოლა დაამთავრა, შემდეგ Denison University (გადასახადი წელიწადში $ 56 850) მოეწყო.

ემა ტომპსონი

ემა მსახიობების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სკოლა Camden School for Girls და კემბრიჯში ხარისხი მიიღო.

ედვარტ ნორტონი

მამა - ედვარდ-უფროსი, კარტერის ადმინისტრაციის ყოფილი ფედერალური მბრალდებელი გახლავთ, ბაბუა - მშენებელი, რომელსაც წილი მიუძღვის ქალაქ კოლუმბიის აშენებაში. ედვარდმა იელის (გადასახადი $46 000) ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, პარალელურად ელიტურ სკოლაში NOVA Group ინგლისურ და იაპონურ ენებს სწავლობდა. ერთი პერიოდი იაპონიაში ცხოვრობდა, სადაც ბაბუის კომპანიაში მუშაობდა.

სალმა ჰაიეკი

სალმას დედა - დიანა ხიმენეს მედინა, საოპერო მომღერალია, მამა - სმი ჰაიეკ დომინგესი, ნავთობკომპანიის მმართველია. სალმა 12 წლის ასაკში კათოლიკურ სკოლაში გაამწესეს, და ეს მისთვის ნამდვილი შოკი იყო - "არ ვიცოდი, როგორ მომევლო თავისთვის, როგორ დამელაგებინა ლოგინი, გამერეცხა - მე ხომ მდიდარი მექსიკური ოჯახიდან ვარ და მუდამ მოახლეები მყავდა".

კანიე უესთი

მამა, რეი უესთი, გაზეთის The Atlanta Journal- Constitution ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ფოტოჟურნალისტი გახლდათ, დედა - დონდა უესთი, ინგლისური ენის პროფესორი უნივერსიტეტში, ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი.

არიანა გრანდე

დედა, ჯოან გრანდე, ორგანიზაციის Hose-McCann Communications დირექტორი გახლდათ, მამა, ედვარდ ბუტერი - გრაფიკული დიზაინის ფირმის მფლობელია.

ბრედლი კუპერი

დედა ტელეკომპანია NBC-ში მუშაობდა, მამა საბირჟო ბროკერია. ბრედლიმ სკოლა Germantown Academy (გადასახადი $32 000) და უნივერსიტეტი Georgetown University (გადასახადი $40 000-დან 80 000$-მდე) დაამთავრა.

სკარლეტ იოჰანსონი

დედა პროდიუსერია, მამა არქიტექტორი კოპენჰაგენიდან. სკარლეტის ბაბუა, აინერ იოჰანსონი, ცნობილი დანიელი მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი და რეჟისორია.

იოჰანსონმა ნიუ იორკის ერთ-ერთი პრესტიჟული კერძო სკოლა და ლი სტრასბერგის სამსახიობო სკოლა ($18 000) დაამთავრა.

ჯესიკა ბილი

დედა სულიერი მკურნალია, მამა - General Electric-ის ბიზნეს-კონსულტანტი და მუშაკი. ჯესიკა 3 წელი Tufts University-ში (გადასახადი $45 000) სწავლობდა.

ტეილორ სვიფტი

მამა ფინანსური კონსულტანტია, ბანკის პრეზიდენტების სამი თაობის შთამომავალი. დედა - მარკეტოლოგი. ტეილორი ბავშვობიდან რეპეტიტორებთან სწავლობდა, იღებდა სამსახიობო და ვოკალის გაკვეთილებს ბროდვეიზე. 9 წლის ასაკში მან Berks Youth Theatre Academy productions-ს 4 სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება