42 წლის ტეხასელი ქალი, რომელმაც შვილები დახოცა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა

42 წლის ტეხასელი ქალი, რომელმაც შვილები დახოცა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა

ტეხასში, ჰიუსტონში შემზარავი დანაშაული მოხდა. 42 წლის კრისტი შიტსმა ორი ქალიშვილი - 22 წლის ტეილორი და 17 წლის მედისონი სახლთან ახლოს, ქუჩაში სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ მკვლელი დედა მოკლა, რადგან ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას პისტოლეტი დაეგდო. 22 წლის მედისონი ადგილზე დაიღუპა, თინეიჯერი ტეილორი კი საავადმყოფოში.

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას გოგონები სახლთან ახლოს, ქუჩაში უსულოდ დაყრილი დახვდა. ქალს ჯერ კიდევ იარაღი ეჭირა ხელში. ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და უარი განაცხადა იარაღის დაყრაზე. სამართალდამცველმა ის ადგილზე მოკლა.

კრისტი შიტსის ქმარი და გოგონების მამა ამ დროს სახლში იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა. როგორც შერიფმა ადგილობრივ გაზეთს განუცხადა "ეს იყო ოჯახური ჩხუბი, რომელიც სროლაში გადაიზარდა". პოლიცია მკვლელობის მოტივზე სხვას ვერაფერს ამბობს. ცნობილი ხდება, რომ ბოლო დროს პოლიცია შიტსების სახლში რამდენჯერმე გამოიძახეს, თუმცა უცნობია რა მიზეზით.

მიზეზებზე ვერც მეზობლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, გოგონები კარგად სწავლობდნენ, დედა კი ადგილობრივ კლინიკაში მენეჯერად მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა