რას წერს ნათია ფანჯიკიძე ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე და რას პასუხობს მას პირველი ლედი

რას წერს ნათია ფანჯიკიძე ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე და რას პასუხობს მას პირველი ლედი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საპროტესტო აქციას დაესწრო და ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტსაც აქვეყნებს. ფსიქოლოგი მთავრობის ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს:

"რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საპროტესტო აქციაზე ვიყავი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავი წამალდამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის დაბრუნებისთვის მიბრძოლია და პირადად ვგულშემატკივრობ მათ სრულყოფილ მოქალაქეებად ქცევის შანსის არსებობას, არამედ, საერთოდაც

მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ადამიანებს კი არ აკნინებენ და თრგუნავენ, სტიგმას აკერებენ, განურჩევლად ყველა კრიმინალი ხართო, მათი ოჯახების ფულით ბიუჯეტს ავსებენ და აჩვევენ დაბალი კატეგორიის პიროვნებებად ყოფნას, - ძალით აშარდინებენ და შარდმდენის გადაჭარბებული დოზით ზოგჯერ კიდეც შემოაკვდებათ ხოლმე.. მკვლელებს ყველაზე ნაკლებს წელს უსჯიან, მარიჰუანას მწეველს ყველაზე მეტს. აბსურდია.

მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის ნიჭი, რესურსი წახალისებულია, რეალიზებულია, სადაც ყველა მხრებში გაშლილი და ღირსების გრძნობით აღსავსეა და სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობის.

წამალდამოკიდებულება არ არის კრიმინალის პირდაპირპროპორციული. კრიმინალი სრულიად ფხიზელი ბევრად მეტი და უარესი გვინახავს. წამალდამოკიდებულება დაავადებაა.

თუ ადამიანს სხვა, სხვისთვის მავნე არაფერი ჩაუდენია, თვითდაზიანებისთვის არ შეიძლება წლები იჯდეს ციხეში", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძის პოსტს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა გამოეხმურა:

"ნათია! რამდენი გადარჩენილი და მადლიერი ადამიანია შენს გარშემო! ღირსეულ და კეთილ საქმეში ყველა მოქალაქე თქვენს გვერდით გვიგულე...

გაწირვა და განკითხვა (რატომღაც) ადვილია... და მხარში დგომა, იმედის მიცემა და მზრუნველობა უშედეგო მცდელობად აღქმული .. :(

შენ ზუსტად იცი, რომ ზოგადადაც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სიყვარული და არ დანებება მხოლოდ დადებით შედეგზეა ორიენტირებული".

იხილეთ ასევე: "კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს