ვანგამ ევროპის დაშლა იწინასწარმეტყველა

ვანგამ ევროპის დაშლა იწინასწარმეტყველა

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის ირგვლივ შექმნილმა აჟიოტაჟმა ჟურნალისტებს შეახსენა ცნობილი წინასწარმეტყველის ვანგას წინასწარმეტყველება, რომელშიც ის 2016 წლის ბოლოს ევროპის დაშლაზე საუბრობდა. ექსპერტების აზრით, ”ბალკანელი ნოსტრადამუსის” წინასწარმეტყველებების 85% რეალობაა.

როგორც გამოცემა The Sun წერს, ვანგამ 11 სექტემბრის ტერაქტი იწინასწარმეტყველა, აგრეთვე ცუნამი ტაილანდზე. ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ ვანგას წინასწარმეტყველება ახდება, რადგან დიდი ბრიტანეთის მაგალითი შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრებმაც გაიმეორონ.

გამოცემის სტატიაში აღინიშნა, რომ ვანგამ აგრეთვე იწინასწარმეტყველა ევროპის ისლამური ექსტრემისტების მიერ დაპყრობა, თუმცა ეს წინასწარმეტყველება არც ისე ზუსტი გამოდგა: ვანგა ამბობდა, რომ ევროპა ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაცარიელდებოდა, ევროკავშირის ქვეყნები კი ამერიკის და ისლამისტების დაპირისპირების მედლის მეორე მხარედ იქცეოდა.

დრამატული ფოტოები მექსიკიდან, სადაც დამანგრეველ მიწისძვრას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთი აშშ-ზე მძლავრ, ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის - კოსმოსში გაშვებული ბოლო სატელიტი და პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარი დაჯდა

ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც ლატარიაში 4 მლნ მეორედ მოიგო - "წარმატება ხურდა ფულმა მომიტანა, რომელიც მამამ 10 წლის წინ მაჩუქა“