"მე და თინიას ქორწილი გადაგვი­ხადეს..." - ელიზბარაანთ გივია ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"

"მე და თინიას ქორწილი გადაგვი­ხადეს..." - ელიზბარაანთ გივია ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"

კახეთის სოფელ კოლაგში თუ იკითხავთ, სიმონ ბერიკაშვილის მაღაზია სად არისო, აუცილებლად გიპასუხებენ, თქვენ ალბათ "სიყვარული ყველას უნდა" გინდათო. ამავე სახელწოდების ფილმში ბატონი სიმონი ელიზბარაანთ გივიას ასახიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 45 წელი გავიდა, ეს როლი დღემდე მისი სავიზიტო ბარათია.

- კინოში ჩემი დებიუტი რეჟისორ პავლე­ ჩარკვიანის ფილმში "როცა დედები შინ არ არიან" შედგა. სოფლის ცენტრში ნაყინის გამყიდველის მოტოციკლს რომ ავედევნე, მაშინ შემამჩნიეს. თურმე ავტობუსში მოკალათებული გადამღები ჯგუფის წევრები მადევნებდნენ თვალს. შეჩერდნენ და გამომელაპარაკნენ, მეც ნაყინის ჭამით გავ­უბი დიალოგი. ცოტა რომ ვიმუსაიფეთ მთისა და ბარის ამბებზე, მკითხეს, გინდა კინოში გადაღებაო? 7 წლისას გადასაღებ მოედანზე თავი ისე მეჭირა, თითქოს მეათე როლს ვასრულებდი, არაფერი მეშლებოდა და მაბნევდა. ფილმი რომ გამოვიდა, მთელი რაიონი ფეხზე იდგა, მილოცავდნენ, მეფერებოდნენ, მაქებდნენ, ყველას ჩემი გაცნობა უნდოდა. კვირაში ორჯერ ჩვენი სოფლის კლუბში "როცა დედები შინ არ არიან" გადიოდა და მეც ამაყად დავაბიჯებდი.

- შემდეგი როლი იყო ფილმში "სიყვარული ყველას უნდა".

- ამ ფილმს შილდაში, საბუეში, ახალსოფელში იღებდნენ, ჩემი სოფელი, კოლაგიც, იქვეა. ჰოდა, შორს აღარ წასულან, როდესაც ელიზბარაანთ გივიას მოძიებაზე დაიწყეს ფიქრი. დამიძახეს და სიხარულით წავედი, უკვე 11 წლის ვიყავი. გივი ბერიკაშვილს პირველად გადასაღებ მოედ­ანზე შევხვდი. მერე გაირკვა, რომ ნათესა­ვებიც ვიყ­ავით. ფილმზე არაჩვეულებრივი შემოქმედებ­ითი ჯგუფი მუშაობდა...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება