როგორი მამაა თორნიკე გოგრიჭიანი - მსახიობის რეალური ოჯახი და ულამაზესი ცოლ-შვილი

როგორი მამაა თორნიკე გოგრიჭიანი - მსახიობის რეალური ოჯახი და ულამაზესი ცოლ-შვილი

არც ისე დიდი ხანია, სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" დაიწყო და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. რეალისტურმა გარემომ, ოჯახურმა ამბებმა და საკმაოდ კარგი გუნდის კარგმა ნამუშევარმა საზოგადოება მალე აალაპარაკა. რასაკვირველია, აქტუალური გახდნენ მთავარი როლების შემსრულებლებიც. პირველ რიგში, სერიალის ძირითადი ხაზის სათავეში მდგომი თორნიკე გოგრიჭიანი.

მსახიობს საზოგადოება იქამდეც იცნობდა, განსაკუთრებით თეატრის მაყურებელი და ბევრი აღიარებს მის ნიჭიერებას და პროფესიონალიზმს. სერიალში სრული ასპარეზი აქვს, სამსახიობო ნიჭი კიდევ უკეთ წარმოაჩინოს. დაქვრივებული კაცის, მარტოხელა მამის როლი შესანიშნავად მოირგო და დამაჯერებლადაც თამაშობს. სინამდვილეში როგორი მამაა თორნიკე და როგორია მისი რეალური ოჯახი?

რეალურ ცხოვრებში თორნიკეს ულამაზესი ცოლი ჰყავს - მსახიობი ნინო ქორიძე. ნინო "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის კახა ქორიძის ქალიშვილია. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი - 24 წლის ირაკლი კვირიკაძე ჰყავს.

წყვილის ქორწილმა თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ხოლო ნინო - 37-ის. გაცილებით დიდი ეფექტი ულამაზესი წყვილის ფოტოებმა მოახდინა საზოგადოებაზე. ყველამ აღნიშნა, რომ სიძე-პატარძალი ერთმანეთს არ ჩამოუვარდებოდა გარეგნობით

წაიკითხეთ გაგრძელება + ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება