ჩინეთში მსოფლიოში უმსხვილესი რადიოტელესკოპის მშენებლობა დასრულდა

ჩინეთში მსოფლიოში უმსხვილესი რადიოტელესკოპის მშენებლობა დასრულდა

ჩინეთში მსოფლიოში უმსხვილესი რადიოტელესკოპის მშენებლობა დასრულდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუანის" ინფორმაციით, ტელესკოპზე მომუშავე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი ხელსაწყოს მეშვეობით უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმოჩენა გაცილებით მარტივი იქნება.

მოწყობილობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული, ის მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს. რადიოტელესკოპის კონსტრუირება 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროის განმავლობაში 180 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

კოსმოსური პროგრამის განვითარება ჩინეთის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება. სახელმწიფო 2036 წელს მთვარეზე ადამიანის გაგზავნასა და კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა