რას წერს რამზან კადიროვი "ინსტაგრამში" აჰმედ ჩატაევის შესახებ

რას წერს რამზან კადიროვი "ინსტაგრამში" აჰმედ ჩატაევის შესახებ

თუ აჰმედ ჩატაევის სტამბოლის ტერაქტთან კავშირი დადასტურდა, მაშინ პასუხისმგებლობა ამისთვის დასავლეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებს უნდა დაეკისროს.

ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი "ინსტაგრამში" წერს.

"ვინ არის ჩატაევი? ის ავსტრიის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტიც აქვს, პირადად იცნობს სააკაშვილს. 13 წლის განმავლობაში ჩატაევთან ურთიერთობა ბელგიის, შვედეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოს, თურქეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ. ყველგან მწვანე შუქს უნთებდნენ. რუსეთიდან ის რიგით კრიმინალად წავიდა, ავსტრიაში, საქართველოსა და თურქეთში კი ტერორისტად აქციეს. ჩატაევი ფედერალურ ძებნაშია გამოცხადებული, თუმცა ავსტრიისთვის ის მაინც პოლიტიკური ლტოლვილია. 2011 წელს ჩატაევმა ავსტრიაში დავერბოვკებული ბოევიკების საქართველოდან ჩეჩნეთში გადასროლა სცადა. ჩატაევი დააკავეს, თუმცა გაათავისუფლეს ქართველი მაღალჩინოსნების ბრძანებით. 2013 წლიდან ის თურქეთსა და სირიაშია. გამორიცხულია, თურქულ სპეცსამსახურებს არ სცოდნოდათ, რითია დაკავებული. რუსეთისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში დასავლურმა, ქართულმა და სხვა სპეცსამსახურებმა ჩატაევი აღზარდეს. თუ სტამბოლის მოვლენებთან კავშირი აქვს, მაშინ პასუხისმგებლობა ამისთვის მათ უნდა დაეკისროთ და არა ჩეჩნეთისკენ იყურონ", - წერს რამზან კადიროვი.

მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტი აჰმედ ჩატაევის მიერ იყო ორგანიზებული.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა