დალასში დემონსტრაციის დროს 11 პოლიციელი დაჭრეს, მათგან 4 - დაიღუპა

დალასში დემონსტრაციის დროს 11 პოლიციელი დაჭრეს, მათგან 4 - დაიღუპა

გუშინ ღამით ორმა სნაიპერმა მინესოტასა და ლუიზიანაში გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. მოქალაქეები სამართალდამცავების მიერ ორი შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ფილანდო კასტილე მინესოტაში, ხოლო ელტონ სტერლინგი პოლიციელებმა ლუიზიანაში მოკლეს.

აქციის მონაწილეების მხრიდან სროლის დროს 4 დალასელი პოლიციელი დაიღუპა და 7 დაიჭრა. სნაიპერები ამაღლებული პოზიციებიდან ისროდნენ. აქციის დროს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, დაშავდა კიდევ შვიდი სამართალდამცავი, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"დამნაშვეები ორ წერტილში იყვნენ განლაგებული, რომ ორივე მხრიდან მიეყენებინათ პოლიციელებისთვის დარტყმა და მოეკლათ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი”, - აცხადებს დალასის პოლიციის წარმომადგენელი დევიდ ბრაუნი.

ერთ-ერთ სნაიპერთან პოლიციამ ორმხრივი სროლა გააჩაღა. მეორე სნაიპერი კი, რომელიც ქალი აღმოჩნდა, დააკავეს. ქალის განცხადებით, აღსასრული მოახლოებულია და აპირებს, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი მოკლას. "ირგვლივ ყველაფერი დაბომბილია", - განაცხადა მან. პოლიციამ არ იცის, ყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები, მიმდინარეობს გამოძიება.

მომზადებულია nbcnews.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა