ვარსკვლავები, რომლებმაც შვილები სახლის პირობებში გააჩინეს

ვარსკვლავები, რომლებმაც შვილები სახლის პირობებში გააჩინეს

ვარსკვლავები, რომლებმაც სახლის პირობებში მშობიარობა აირჩიეს:

მსახიობმა დემი მურმა ბრიუს უილისისგან სამი შვილი გააჩინა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მურმა სამივე ბავშვზე სახლში იმშობიარა.

კანადელმა მომღერალმა ალანის მორისეტმა 2011 წელს პირველი შვილი სახლში გააჩინა. რასაკვირველია მომღერალს პროფესიონალი ბებიაქალი ეხმარებოდა. "საკუთარი თავი საავადმყოფოში ვერ წარმომიდგენია. ჩემი სახლი ჩემი პატარა განსაწმენდელია. ქმარი ძალიან მეხმარებოდა, დანარჩენი კი ყველაფერი ღმერთის ხელში იყო", - განაცხადა მორისეტმა.

შესანიშნავი ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ კონელი სამი შვილის დედაა. მსახიობს ორი ვაჟი ჰყავს და ერთი გოგონა აგნესი, რომელიც 2011 წელს საკუთარი სახლის კედლებში მოევლინა ქვეყანას. უფრო სწორად, აბაზანის, სადაც მიმდინარეობდა მშობიარობა.

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა ორივე შვილი საკუთარ სახლში გააჩინა. მშობიარობას მისი მეუღლე და სამი ბებიაქალი ესწრებოდა.

კიდევ ერთი სუპერმოდელი, "ვიქტორიას სიქრეთის" ანგელოზი ჟიზელ ბუნდჰენი სახლის პირობებში მშობიარობას ანიჭებს უპირატესობას. მისი ვაჟი ბენჟმინი და ქალიშვილი ვივიენი სახლში გაჩნდნენ. მოდელმა სააბაზანოში, წყალში იმშობიარა. აგრეთვე ჟიზელმა უარი თქვა ტკივილგამაყუჩებლებზე. მშობიარობის დროს ჟიზელი სუნთქვის განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებდა, რომელიც იოგაზე ისწავლა.

ევან რეიჩელ ვუდმა თავის პირველი შვილი სახლში გააჩინა.

"მინდა მადლობა გადავუხადო რიკი ლეიკს მისი შთამბეჭდავი დოკუმენტური ფილმის გამო The business of being born. არც კი ვიცოდი, რომ არჩევანი მქონდა, როდესაც მშობიარობაზე მიდგებოდა საქმე. მისი ფილმი ბევრ რამეში დამეხმარა და გადამაწყვეტინა ბუნებრივი მშობიარობა ჩამეტარებინა საკუთარ სახლში. ამისთვის მე და ჩემი შვილი უღრმეს მადლობას ვუხდით მას", - წერს ვუდი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ბიუსტმა - პამელა ანდერსონმაც თავის დროზე სახლში მშობიარობა აირჩია. მისი ორივე შვილი სახლში გაჩნდა, თავად მშობიარობის პროცესს კი მხოლოდ ერთი მოწვეული ბებიაქალი ესწრებოდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება