კრისტინა აგილერა შეკვეთილის Black Sea Arena-ს გახსნის - რა ეღირება პოპ-ვარსკვლავის კონცერტზე დასწრება

კრისტინა აგილერა შეკვეთილის Black Sea Arena-ს გახსნის - რა ეღირება პოპ-ვარსკვლავის კონცერტზე დასწრება

ქართული მუსიკალური და კულტურული ცხოვრების ახალი ცენტრის, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტს დაეთმობა. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს აჩუქებს დამსწრე საზოგადოებას.

მომღერალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ტოპ მუსიკოსებს შორის ადგილს ინარჩუნებს, საქართველოს პირველად ეწვევა და მსმენელის წინაშე თავისი საუკეთესო ჰიტებით წარსდგება.

კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.

თანამედროვე პოპ მუსიკის სიმბოლო, ქრისტინა აგილერა კრიტიკოსების აზრით საუკეთესო ვოკალის მქონე შემსრულებელია. მას 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული და 60 მილიონ ეგზეპლარზე მეტი აქვს გაყიდული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში გამართულ კონცერტზე, სადაც მომღერალი სპეციალურად Black Sea Arena-ს გახსნისთვის ჩამოფრინდება, მის მიერ დაწერილ ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

პოპის დედოფალმა კარიერა ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერით "Genie in a Bottel"-ით დაიწყო, რასაც ესპანურენოვანი ალბომი "Mi Reflejo" მოჰყვა, რომელმაც საოცარი პოპულარობა მოიპოვა ლათინურ მუსიკალურ სამყაროში.

მის ცნობილ მუსიკალურ ბალადებს "Beautiful" და "Hurt" არცერთი მსმენელი გულგრილი არ დაუტოვებია, ისევე როგორც მის ენერგიულ ჰიტებს "Your Body", "Ain't No Other Man" და "Dirty".

ასევე წარმატებული აღმოჩნდა ის დუეტები, რომელიც პოპ ვარსკვლავმა მსმენელს შესთავაზა. ცნობილ როკ ბენდთან Maroon 5 შესრულებულმა დუეტმა "Moves Like Jagger" მსმენელის გულები დაიპყრო. ხოლო R’N’B-ის ვარსკვლავებთან ერთად შესრულებული ჰიტი "Lady Marmalade" თანამედროვე პოპ მუსიკის შედევრად იქცა.

ჟურნალმა Rolling Stone ქრისტინა აგილერა ყველა დროის საუკეთესო მომღერლად დაასახელა. აშშ-ს მუსიკალურ ინდუსტრიაში სინგლების პოპულარობის განმსაზღვრელი ჩარტის, Billboard-ის რეიტინგების მიხედვით, ქრისტინა 2000 წლის ტოპ-გაყიდვადი ვარსკვლავი იყო. ჟურნალმა Times-მა კი 2013 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.

ქრისტინა აგილერას კონცერტის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტიდან www.tkt.ge-ზე12 ივლისის დილის 9 საათიდან გაიყიდება. ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება.

კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერია AMBEBI.GE

Christina Aguilera to arrive in Georgia soon

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება