"ამას მარტო ვერ ჩაიდენდა..." - როგორ ახასიათებენ ვაჩიანში 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული

"ამას მარტო ვერ ჩაიდენდა..." - როგორ ახასიათებენ ვაჩიანში 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობას. ვაჩიანში მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ დანაშაულს ერთი ადამიანი მარტო ვერ ჩაიდენდა და შესაძლოა მას ვინმე ეხმარებოდა.

"ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ... რატომ მოხდა ასე არ ვიცი. დაკავებული არც კი ვიცი კარგად ვინ არის, ახალგაზრდა კაცია, ცოლ-შვილი ჰყავს... ამას მარტო ვერ ჩაიდენდა, გამორიცხულია. სამი ან ოთხი ადამიანი იქნებოდა", - აცხადებს Palitratv.ge-სთან საუბარში ვაჩიანის მცოვრები.

იხილეთ ვიდეო: ჰყავს ცოლ-შვილი... მარტო ვერ ჩაიდენდა ამას, გამორიცხულია - მეზობელი 24 წლის ბიჭს ახასიათებს, რომელმაც სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა

ახალქალაქის რაიონში ტრაგედია რამდენიმე დღის წინ მოხდა. მოკლულია 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, მამი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება. ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ქურდობის მიზნით შევიდა. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

წაიკითხეთ: დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ