დევიდ კემერონი ოთხშაბათს გადადგება

დევიდ კემერონი ოთხშაბათს გადადგება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი ოთხშაბათს დედოფალს გადადგომის შესახებ განცხადებას წარუდგენს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

კემერონი იმედოვნებს, რომ იმავე დღეს, საღამოს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერმინისტრი შეუდგება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერმინისტრის პოსტზე ერთადერთი კანდიდატურაა შს მინისტრი ტერეზა მეი. კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ანდრეა ლედსომმა დღეს პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

დევით კემერონმა გადადგომის შესახებ 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ განაცხადა, როდესაც მოსახლეობამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა