სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ბეთხან ტოხოსაშვილი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ის თავის უფროს ძმასთან ერთად სირიაში ორი წლის წინ გაემგზავრა. პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ტოხოსაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.

"ხომ იცი, ხალხი ერიდება ამ თემაზე საუბარს. მხოლოდ ის ვიცი, რომ 25 წლამდე ასაკის იყო და ცოლი ჰყავდა. ორი წელი მაინც არის, რაც სირიაში წავიდა. მის ძმაზეც ამბობენ, იქ არისო, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. წუხელ გარდაცვლილა დაბომბვის დროს, როგორც ამბობენ. ფაქტი დასტურდება, რადგან ოჯახი სამძიმარს იღებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა