სოჭში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ პირი გაიკერა

სოჭში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ პირი გაიკერა

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სოჭში მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევისთვის არის დაკავებული, პირი გაიკერა. ამ გზით მან სამშობლოში დეპორტაცია გააპროტესტა.

რუსული მედიის ცნობით, 23 წლის საქართველოს მოქალაქე 15 ივნისს, რუსეთის საზღვარზე დააკავეს, სადაც ის სოხუმიდან დოკუმენტების გარეშე ჩავიდა.

დაკითხვაზე დაკავებულმა განაცხადა, რომ რუსეთში „უკეთესი ცხოვრებისთვის“ აპირებდა ჩასვლას.

მოგვიანებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სასამართლომ მისი რუსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ამჟამად დისპანსერშია მოთავსებული, მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა