ხატია დეკანოიძემ უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება

ხატია დეკანოიძემ უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ამის შესახებ გამოცემა "სტრანა.უა" პარტია "ნაციონალური მოძრაობაში" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, დეკანოიძეს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს და ამაზე ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ამასთან დაკავშირებულ კითხვას დღეს პირდაპირ არ უპასუხა. "ოფიციალური განცხადება ხატია დეკანოიძის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის შესახებ არ მაქვს. ხმები ვრცელდება და მეც გავიგე. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ მაქვს", - აღნიშნა ავაკოვმა.

რამდენიმე დღის წინ ხატია დეკანოიძემ უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ საქართველოში მისი მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურები დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა