და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი მო­ნაა ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში

და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი მო­ნაა ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში

გან­ვაგ­რ­ძობთ სა­უ­ბარს ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბა­სა და მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მებ­ზე...

- უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბი­სა და ადა­მი­ან­თა შო­რის მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე გას­ტა­ნა. შემ­დეგ თან­და­თან შე­იც­ვა­ლა მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მე­ბი...

მა­მა მა­კა­რი:

- თუ მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­ფეს უფა­ლი გვირ­ჩევ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში უფალ­მა ნე­ბა მოგ­ვ­ცა, თა­ვად ავირ­ჩი­ოთ სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ, ვის ვირ­ჩევთ, ვინ გვინ­და მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. რო­დე­საც მმარ­თ­ვე­ლო­ბა ხდე­ბა არ­ჩე­ვი­თი პრინ­ცი­პით, უფა­ლი თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე ანა­წი­ლებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. თუ სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იყო იმა­ში, მე­ფე რო­გორ მარ­თავ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს, თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ჩვენ ვირ­ჩევთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი ვხდე­ბით მა­თი კე­თი­ლი თუ უკე­თუ­რი საქ­მე­ე­ბი­სა. უფალ­მა ასე­თი წე­სით მმარ­თ­ვე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებს იმ პე­რი­ოდ­ში მის­ცა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა ამაღ­ლ­და და ისი­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლ­დ­ნენ მო­ნუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის­გან. მო­ნას სჭირ­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცამ მარ­თოს, თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს ეს არ სჭირ­დე­ბა, თა­ვად უნ­და მარ­თოს სა­კუ­თა­რი თა­ვი. მთავ­რო­ბა უნ­და იყოს ხალ­ხის­გან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, რომ იმ­სა­ხუ­როს და მო­აგ­ვა­როს ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ერს აქვს და არა იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე იბა­ტო­ნოს ან რა­ი­მე პი­რა­დი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არაღ­ვ­თივ­სათ­ნოდ იქ­ცე­ვა და ჩვენ არა­ფერს ვა­კე­თებთ ამის წი­ნა­აღ­მ­დეგ იმ მო­საზ­რე­ბით, რომ ხე­ლი­სუ­ფა­ლია და უფ­ლე­ბა არ გვაქვს შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გოთ ან ვთვლით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მა­ინც ვე­რა­ფერს გა­ვაწყობთ, უკ­ვე ჩვენც თა­ნა­ზი­არ­ნი ვხდე­ბით მა­თი უკე­თუ­რი საქ­მე­ე­ბი­სა.

- კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ყვე­ლა­ზე დი­დი ხნის მან­ძილ­ზე სწო­რედ მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა არ­სე­ბობ­და...

- ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტი იყო ისე­თი, რომ მო­ნარ­ქი­ულ მმარ­თ­ვე­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. რო­დე­საც მენ­ტა­ლი­ტე­ტი შე­იც­ვა­ლა და ადა­მი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის­გან, უფალ­მა ინე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლო­ბაც თან­და­თან შეც­ვ­ლი­ლი­ყო. ყვე­ლა პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა­ზე ღვთივ­კურ­თხე­უ­ლი ის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა, ის სა­ე­რო ხელ­ისუფ­ლე­ბაა, რო­მელ­საც უფა­ლი უშ­ვებს იმ დროს, რო­დე­საც ვცხოვ­რობთ. თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო გა­ცი­ლე­ბით ჰუ­მა­ნუ­რია. თუ უფ­ლის ნე­ბით თა­ვი­დან მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა არ­სე­ბობ­და, პი­როვ­ნე­ბა გა­ნა­გებ­და ყვე­ლა­ფერს, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში უფალ­მა უკ­ვე მმარ­თ­ვე­ლო­ბის სხვა ფორ­მა, - არა მო­ნარ­ქი­უ­ლი, არა­მედ - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა და­უშ­ვა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ჰუ­მა­ნუ­რე­ბი გახ­დ­ნენ და გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ. რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავ­და, გა­ნათ­ლე­ბა­ზე უმე­ტეს­წი­ლად სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებს მი­უწ­ვ­დე­ბო­დათ ხე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­ნათ­ლე­ბა ერ­თე­უ­ლე­ბის პრი­ვი­ლე­გია აღა­რაა, დღეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა