ვანესა მეი Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს

ვანესა მეი Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს

ქართული მუსიკალური და კულტურული ცხოვრების ახალი ცენტრის, Black Sea Arena-ს სცენაზე 6 აგვისტოს მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ვანესა მეი დაუკრავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე იქნება შესაძლებელი.

მანამდე Black Sea Arena-ს სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტი გაიმართება. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს აჩუქებს დამსწრე საზოგადოებას.

მომღერალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ტოპ მუსიკოსებს შორის ადგილს ინარჩუნებს, საქართველოს პირველად ეწვევა და მსმენელის წინაშე თავისი საუკეთესო ჰიტებით წარსდგება.

კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება